in ,

კანონის პირველი მსხვერპლი: ლოკომოტივი დაიშალა

საქართველოს პარლამენტის მიერ მესამე მოსმენით მიღებულმა კანონპროექტმა, რომელიც სათამაშო ბიზნესის (ონლაინ კაზინოები, ტოტალიზატორები) რეკლამების შეზღუდვას და სააქციო გადასახადის გაზრდას ითვალისწინებს, ქართულ სპორტზე ნეგატიურ გავლენას რომ მოახდენდა თავიდანვე ნათელი იყო.

ამ კანონპროეტქმა ბოლო პერიოდში ქართული ფეხბურთისთვის გამორჩეული კლუბი თბილისის “ლოკომოტივი” უკვე შეიწირა. საქმე ისაა, “ლოკომოტივის” ერთ-ერთი სპონსორი “კროკობეთია”, რომელმაც ამ კანონპროექტის შემდეგ, თბილისურ კლუბთან კონტრაქტი აღარ გააგრძელა.

თბილისის “ლოკომოტივმა” გუშინ სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ ფინანსური პრობლემების გამო, კლუბს გუნდის ბირთვის შენარჩუნება უჭირს.

“ლოკომოტივის” განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

მდინარე ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, ლოკომოტივი იძულებული გახდა, უარი თქვას მოდელზე, რომლითაც ბოლო წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა. ვწუხვართ, რომ ბევრი მცდელობის მიუხედავად, ვერ ვახერხებთ, შევინარჩუნოთ არსებული გუნდი გიორგი ჭიაბრიშვილის ხელმძღვანელობით.

აქამდე არსებულ ფინანსურ წყაროებზე წვდომა შეუძლებელი გახდა, რამაც შექმნილი გარემოება გამოიწვია. ვადასტურებთ, რომ გვაქვს ინფორმაცია სახელმწიფო დაფინანსების არსებობის შესახებ, თუმცა ჯერ არ ვიცით, რა სტრუქტურით მოხდება კლუბებზე თანხების განაწილება. ასევე, მიუხედავად სპონსორთან მიღწეული შეთანხმებისა, კლუბის დაფინანსება დამოკიდებულია სათამაშო ბიზნესის ასოციაციის საერთო გადაწყვეტილებაზე, რომელიც უკავშირდება მათ სასპონსორო კუთხით ინტეგრაციას ქართულ სპორტში.

აღნიშნული მოცემულობები ართულებს პასუხისმგებლობის აღებას ფეხბურთელებისა და კლუბში მომუშავე პერსონალის მიმართ. თბილისის ლოკომოტივი თავისივე ფინანსური რესურსით გააგრძელებს წინსვლას და გუნდის ჩამოყალიბებას, რომლის მიზანიც ყოველთვის ახალგაზრდა ფეხბურთელების განვითარება და მათი ხელშეწყობა იყო”.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მარადონას ძმა გულის შეტევით გარდაიცვალა

დედამთილმა რძალი აქო, თუმცა… რონალდოს ცხოვრებით ტკბობა უნდა