ჯაბა კანკავამ სლოვაკეთის ჩემპიონატში გოლი გაიტანა და სეზონის განახლების შემდეგ ბრატისლავის „სლოვანს“ სტუმრად უშუალო კონკურენტის, „ჟილინას“ დამარცხებაში დაეხმარა – 4:0.
ორივე ქართველი – გურამ კაშია და ჯაბა კანკავა – ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშეს.
კანკავამ გოლი 83-ე წუთზე გაიტანა. ხელსაყრელ პოზიციაში აღმოჩნდა და მახვილი კუთხიდან მეკარეს აუღებელი დაურტყა. ეს მისი პირველი გოლია მიმდინარე ჩემპიონატში.
მთლიანობაში კანკავამ შესანიშნავი მატჩი ჩაატარა და მაღალი შეფასებაც მიიღო – 8.1.
კაშიას შეფასებაც საკმაოდ კარგია – 7.0
„სლოვანმა“ 19 ტურის შემდეგ 48 ქულა დააგროვა, პირველ ადგილზეა და მდევარ „ჟილინას“ უკვე 10 ქულით უსწრებს.
აღსანიშნავია, რომ შეხვედრას დაესწრო საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი.
ბოსნიაში თასის მატჩები გაიმართა. 1/8 ფინალში გიორგი გულიაშვილის „ველეჟმა“ 3:2 დაამარცხა „ტუზლა“ და მეოთხედფინალში გავიდა. გულიაშვილმა ძირითად შემადგენლობაში იყო.
რუმინეთში ითამაშა „კრაიოვას“ ახალწვეულმა ანზორ მექვაბიშვილმა, რომლის გუნდი „კლუჟს“ დაუზავდა – 2:2. მექვაბიშვილმა 66-ე წუთიდან ითამაშა. მისი შეფასება 69-ია.
სერია A-ში „ემპოლიმ“ სტუმრად 3:1 მოუგო „სალერნიტანას“. საბა გოგლიჩიძე სათადარიგო იყო.
GIPHY App Key not set. Please check settings