in

კალაძის მიმბაძველი: მარკიზიო ტურინის მერობაზე ფიქრობს

არ არის გამორიცხული, იტალიის ნაკრებისა და „იუვენტუსის“ ყოფილი ნახევარმცველი კლაუდიო მარკიზიო ტურინის მერი გახდეს. ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური გამოცემა LA Stampa ავრცელებს.

ექს-ფეხბურთელის საკუთარი კანდიდატურის წარდგენას დემოკრატიული პარტიიდან განიხილავს.

პარტია უკვე დაუკავშირდა მარკიზიოს, რათა გაერკვია თუ რას ფიქრობდა ის ამ იდეაზე. ყოფილმა მოთამაშემ საბოლოო პასუხის მოსაფიქრებლად დრო ითხოვა.

ტურინის მერის არჩევნები სავარაუდოდ ოქტომბერში გაიმართება.

არც თუ იშვიათი შემთხვევაა, როდესაც ფეხბურთელები და უფრო მეტად სპორტსმენები პოლიტიკაში მიდიან. მაგალითების მოსაყვანად შორს წასვლა არც ჩვენ მოგვიწევს – ვინ არის დღეს ჩვენი დედაქალაქის მერი…

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

კაშია და მამარდაშვილი: ეროვნული ლიგის ყველაზე ძვირადღირებულები

მადრიდული დერბი ჩემპიონობისთვის და ბარსელონასთვის – 26-ე ტურის წინ