in

იტალიელებმა ვაქცინა გაიკეთეს, უეფამ განაცხადები გაზარდა – ამბები მოკლედ

გლეიზერები არ აპირებენ „მანჩესტერის“ გაყიდვას გულშემატკივრების მხრიდან პროტესტის მიუხედავად.

პიტერ შმეიხელმა „მანჩესტერის“ ფანებს იდიოტები უწოდა, რომლებმაც „ლივერპულთან“ თამაში ჩაშალეს.

„რომამ“ სეზონის დასრულების შემდეგ მთავარი მწვრთნელის პაულო ფონსეკას წასვლის შესახებ გამოაცხადა. მეტიც, ითქვა, რომ მარადიულ ქალაქში მაურისიო სარი მივა და მისი ჯამაგირი 4 მილიონი იქნება. თუმცა მალევე კლუბმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ახალი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო იქნება.

ჟოზემ სამსახური იშოვა: 11 წლის შემდეგ განსაკუთრებული იტალიაში ბრუნდება

უეფამ ევრო 2020-ზე გუნდების განაცხადი 26 ფეხბურთელამდე გაზარდა. გუნდებს იმის უფლებაც ექნებათ, რომ შემადგენლობაში ცვლილება ტურნირის დაწყებამდეც შეიტანონ კოვიდის ან ტრავმების გამო.

„ბარსელონაში“ შეშფოთებული არიან ანსუ ფატის მუხლის გამო. მკურნალობას პროგრესი არ მოაქვს. ახალგაზრდა ალბათ გამოტოვებს ევროპის ჩემპიონატს.

მემფის დეპაი ბარსელონაში სახლს ეძებს. ის კატალონიაში უქმეებზე ოჯახთან ერთად ჩავიდა.

„ბარსელონა“ „ატლეტიკოსთან“ იმავე ფორმით ითამაშებს, რაც „რეალთან“ ეცვა. ის კლუბის და კატალონიის დროშის ფერებს აერთიანებს.

იტალიის ნაკრების ფეხბურთელებმა ვაქცინაცია ჩაიტარეს. აიცრა 28 ფეხბურთელი – 11 რომში და 17 – მილანში.

აქსელ ვიტცელს ვაჟი შეეძინა.

„ალ სადმა“ გადაწყვიტა აღარ გააგრძელოს კონტრაქტი ჩავისთან.

ლუკას ვასკესმა იუარა „ატლეტიკოსთან“ კონტრაქტი. მიზეზი „რეალის“ სიყვარულია.

„შახტარმა“ მოლაპარაკებები გამართა ჯენარო გატუზოსთან.

გამოჩნდა მომდევნო სეზონისთვის „მილანის“ მესამე კომპლექტის ფოტო.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვიდეო, ფოტო: აღდგომა ფეხბურთში – მონეტის აგდების ნაცვლად კვერცხები ჩაურტყეს

გიორგი შერმადინი რუსეთში არ შეუშვეს და ღამე აეროპორტში გაათენა