in

იტალიაში საქმე ისევ აირია: იუვენტუსს 15 ქულა დაუბრუნეს და მე-3 ადგილზე აიწია

იტალიის ოლიმპიური კომიტეტის საგარანტიო კოლეგიამ (CONI) “იუვენტუსის” აპელაცია დააკმაყოფილა და 15 ქულა დაუბრუნა, რომელიც იანვარში ფინანსური მაქინაციების გამო დააკლეს.

სასამართლო გარჩევა თავიდან დაიწყება. „იუვენტუსის“ მიმართ ფინანსური მაქინაციების საქმე გაგზავნილია იტალიის ფეხბურთის ფედერაციის სასამართლოში.

ასე რომ, 15 ქულის ჩამორთმევის სანქცია დროებით გაუქმებულია საქმის ხელმეორე განხილვამდე.

ანდრეა ანიელის, ფაბიო პარატიჩის, ფედერიკო კერუბინისა და მაურიციო არივაბენეს აპელაციები უარყოფილია. დაკმაყოფილებულია პაველ ნედვედის, პაოლო გარიმბერტისა და ენრიკო ველანოს აპელაციები.

ახლა გამოვიდა, რომ 30 ტურის შემდეგ „იუვენტუსი“ 59 ქულით მე-3 ადგილზე გადავიდა. ლიდერ „ნაპოლის“ 16 ქულით ჩამორჩება და ხვიჩას გუნდს არაფერი ემუქრება, ხოლო მეორეადგილოსან „ლაციოსთან“ სხვაობა ახლა მხოლოდ 2 ქულაა.

23 აპრილს „იუვენტუსი“ „ნაპოლის“ შინ ეთამაშება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მანჩესტერი გავარდა, დარჩნენ იტალიელები: ევროპა ლიგის ოთხეული

ნეაპოლელების აბსურდული თეორია… დაეხმარა თუ არა უეფას დირექტორი მილანს