იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა (FIGC) გაბრიელე გრავინამ განაცხადა თუ რატომ თქვა უარი ქვეყანამ 2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობაზე ერთობლივი განაცხადი შეეტანა საუდის არებეთთან და ეგვიპტესთან ერთად.
„სპორტის სამყაროში მორალი ქვაკუთხედია. ჩვენ მუდმივად ვსაუბრობთ ფასეულობებზე, ახალგაზრდებს ვასწავლით რამდენად მნიშვნელოვანია იმიჯი, სწრაფვა და ღირებულებების მიმართ პატივისცემა“, – მოჰყავს გრავინას სიტყვები Football Italia-ს.
მან ასევე განაცხადა, რომ ფედერაციაში ესმოდათ, რომ დიდი შანსი იყო იტალია-ეგვიპტე-საუდის არაბეთის კომბინაციას მოეგო მასპინძლობის უფლება.
„ჩვენ ეს გავაკეთეთ საერთაშორისო პრობლემების გამო, რომელიც უკავშირდება ჯულიო რეჯენის საქმეს და იმას, რომ არ ვიზიარებთ ზოგიერთ ფასეულობას. არ შეიძლება მუდმივად თავის მოჩვენება, რომ არაფერი არ მომხდარა“, – დაამატა გრავინამ.
იტალიელი სოციოლოგი რეჯენი 2016 წელს ეგვიპტეში დაიკარგა. მოგვიანებით მისი ცხედარი წამების კვალით აღმოაჩინეს. ის სოციოლოგიური კვლევებით იყო დაკავებული, მათ შორის დამოუკიდებელელი პროფკავშირების საქმიანობის შესწავლით.
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი აშშ, კანადასა და მექსიკაში გაიმართება და მონაწილე გუნდების რაოდენობა 32-დან 48-მდე გაიზრდება.
2030 წლის მასპინძლობის უფლება კი ფიფამ ესპანეთი-პორტუგალია-მაროკოს სამეულს მისცა, თუმცა გახსნის სამი მატჩი სამხრეთ ამერიკის სამ ქვეყანაში (არგენტინა ურუგვაი, პარაგვაი) ჩატარდება.
GIPHY App Key not set. Please check settings