in

ქართველმა გოგონებმა პირველი ეტაპი გაიარეს: აპრილში მეორე ტურია – მერე ევროპის ჩემპიონატი

18 წლამდელ გოგონათა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ქართველმა სპორტსმენებმა მეორე ტურის საგზურის მოპოვება შეძლეს.

ლატვიაში გამართული 6 შეხვედრიდან ჩვენმა გოგონებმა 3 თამაშის მოგება მოახერხეს და კიდევ ერთხელ მიიღეს შანსი იასპარეზონ ევროპის ჩემპიონატზე.
ქართველმა გოგონებმა დაამარცხეს ესტონეთი (3:2), ლიეტუვა (3:1) და აზერბაიჯანი (3:0).

ევროპის პირველობისდასკვნით ეტაპზე მოსახვედრად კი ქართველ ფრენბურთელებს დაძაბული თამაშების ჩატარება უკვე აპრილის თვეში, მეორე ტურის ფარგლებში მოუწევთ.

შეგახსენებთ, რომ დამოუკიდებელი ფრენბურთის ისტორიაში ახალგაზრდული ნაკრები გასული წლის ევროპის ჩემპიონატზე პირველად გავიდა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

იტალიამ მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობაზე უარი თქვა: რეჯენის საქმის გამო

მამარდამ ის ერთი აიღო: ვალენსიას უინტერესო მატჩში გოლები არ გასულა – ვიდეო