„ჩემი ერთადერთი სურვილია, რომ ბაიერნი დავტოვო. ერთგულება და პატივისცემა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სამსახური. საუკეთესო ვარიანტი გამოსავლის ერთობლივად მონახვაა. ემოციის ნაკლებობას განვიცდი და, აშკარად, რაღაც ახალი მჭირდება“ – ეს სიტყვები ლეგენდარულ პოლონელ ფორვარდს, რობერტ ლევანდოვსკის ეკუთვნის.
8 სეზონი, ამდენივე ბუნდეს ტიტული, ჩემპიონთა ლიგა, 343 გატანილი გოლი და უამრავი თბილი მოგონება, რომელიც ამ დროის განმავლობაში დაგროვდა, მაგრამ ყველაფერს აქვს დასასრული. ამ საკითხზე „ბაიერნის“ საფეხბურთო დირექტორმა ჰასან სალიხამიჯიჩმა გასულ თვეს ისაუბრა და ამის შემდეგ ბევრი არაფერი შეცვლილა. „რობერტმა გვითხრა, რომ წასვლა სურს“.
ყველაზე ხშირად ლევანდოვსკის ირგვლივ „ბარსელონას“ სახელი კიაფობს, მაგრამ სულ ახლახანს შემოგთავაზეთ სტატია „ბლაუგრანაში“ არსებული ფინანსურ პრობლემებთან დაკავშირებით, რაც ტრანსფერის ალბათობას მკვეთრად ამცირებს.
მეორე ვარიანტია „ლივერპული“. საერთოდაც, ბოლო დღეების განმავლობაში „ლივერპულ ექო“ ხშირად წერს ლევანდოვსკის შესახებ. ისიც ვიცით, რომ სადიო მანე სულ მალე ბაიერნს შეუერთდება და გუშინ ევროპულ პრესაში ახალი განსჯის საგანი დარვინ ნუნიესის “გალივერპულელება” შეიქნა. პოლონელის „ლივერპულში“ გადაბარგების ერთ-ერთი საკვანძო ფაქტორი კი იურგენ კლოპი იქნება. „დორტმუნდში“ ერთად მოღვაწეობის ჟამს ჰერ იურგენმა და ლევანდოვსკიმ ორჯერ დაიპყრეს ბუნდესლიგა და ჩემპიონთა ლიგის ფინალსაც უწიეს.
GIPHY App Key not set. Please check settings