in

ისევ წავაგეთ: მისაღები ანგარიშით და მიუღებელი თამაშით – 1:2 ნორვეგიაში

საქართველოს ნაკრებმა ზედიზედ მესამე მატჩი წააგო შესარჩევში. თუმცა, წინა შემთხვევისგან განსხვავებით, ახლა ანგარიში ბევრად მისაღებია – მხოლოდ 1:2. სამაგიეროდ ვერაფრით იქნება მისაღები თამაშის ხარისხი.

ნორვეგია უპირობო ფავორიტი იყო და, როგორც მოსალოდნელი იყო, პირველ ნომრად და დომინანტად სწორედ მან ითამაშა. პირველი ტაიმის საწყის მონაკვეთში თითქოს კიდევ რაღაც გამოდიოდა კონტრშეტევაზე, მაგრამ საერთო ჯამში მაინც უღიმღამოდ გამოვიყურებოდით. გადაბმით რამდენიმე პასის გაკეთება ჭირდა, კვარაცხელიას ბოლო წამს მაინც უბლოკავდნენ დარტყმას, მეტოქე ფლანგებს აქტიურად იყენებდა და ცენტრიც მისი იყო. მოკლედ, ასე უბურთოდ თამაში მართლაც ძალიან ძნელია და ამიტომაც დაიკარგა ამ შეხვედრაშიც მიქაუტაძე, რომელსაც ბურთი თითქმის არც მისვლია.
არ წაუვიდა თამაში გოჩოლეიშვილს, რომლის ფლანგზე 18 წლის ბიჭი ნუსა აღმოჩნდა და სწორედ მის ორ ასისტს მოყვა ორი გოლი ჩვენს კარში. ეს ბავშვი დრიბლინგითაც გამოირჩეოდა. აი ჩვენს მარჯვენა ფლანგელებს (გოჩოლეიშვილი და ეხმარებოდა დავითაშვილი) უფრო მჭიდროდ მართებდათ თამაში, რადგან მეტოქესთან უბრალოდ ახლოს იდგნენ და გამწვავებაც მარტივად ხდებოდა.

ერთი ისიც უნდა ითქვას, რომ ასე თუ ისე ჰოლანდი გამოვთიშეთ თამაშიდან და ნორვეგიელ გიგანტს ბევრი მომენტი არ ჰქონია, თუმცა როგორც კი მიეცა, ისეთი ახტა, ორ მცველს აჯობა, მამარდაშვილიც კარში დარჩა და „ოქროს ბურთის“ მაძიებელმა თავურით გახსნა ანგარიში.
მეორე გოლი კიდევ ერთი პრემიერლიგელის და გუნდის ლიდერის ოსტეგორის ანგარიშზეა და აშკარდ იყო, რომ ნორვეგია ამ მატჩს მოიგებდა.

მეორე ნახევარშიც ბურთი მთლიანად მასპინძლებმა დაიჭირეს, იმის ნაცვლად, რომ ჩვენ გვეაქტიურა. მოკლედ, წინ თითქმის არაფერი არ გამოგვდიოდა. ცოტა შევხედრის მიწურულს, ნორვეგიამ მოუკლო თუ ჩვენმა შეცვლებმა იმოქმედეს, წინ წავიწიეთ და ეს მსაჯის მიერ წამატებულ დროში დაგვიფასდა, როდესაც აზაროვის ჩაწოდებულზე ბუდუ ზივზივაძემ შესანიშნავად დაასწრო მეურვეს და შორეულ კუთხეში ლამაზად გადაგზავნა ბურთი.


ანგარიშის გათანაბრების შანსი ხვიჩა კვარაცხელიას ჰქონდა, თუმცა მისი დარტყმა მასპინძელთა მეკარემ მოიგერია.

ასეა თუ ისე, წავაგეთ კიდევ ერთი მატჩი და კითხვები არსად გამქრალა. ასეთი თამაშით გულშემატკივარი კმაყოფილი ვერაფრით ვერ იქნება და წესით არც თავად გუნდი უნდა დარჩენილიყო დიდად კმაყოფილი.

ევრო 2024. საკვალიფიკაციო მატჩი. A ჯგუფი

ნორვეგია – საქართველო 2:1
12.09. ოსლო. ულევოლი
გოლები: 1:0 ჰოლანდი (25. ნუსას პასით), 2:0 ოდეგორი (33. ნუსას პასით), 2:1 ზივზივაძე (90+1. აზაროვის პასით)

ნორვეგია: ნილანდი – აიერი, სტრანდბერგი, ოსტიგორი, ბიორკანი – ოდეგორი, ბერგი, აურსნესი – ლარსენი (71. ბერგე), ნუსა (71. მ. სოლბაკენი), ჰოლანდი
სათადარიგოები: სელვიკი, დინგელანდი – ბრეივიკი, დალანდი, ფინე, მელინგი, პედერსენი, რიერსონი, ო. სოლბაკენი, ვეტლესენი
მწვრთნელი: სტოლე სოლბაკენი

საქართველო: მამარდაშვილი – კაშია, კვირკველია, კალანდაძე – გოჩოლეიშვილი (46. მამუჩაშვილი), კიტეიშვილი, ქოჩორაშვილი (76. მექვაბიშვილი), აზაროვი – კვარაცხელია, დავითაშვილი (67. ჩაკვეტაძე) – მიქაუტაძე (67. ზივზივაძე)
სათადარიგოები: ლორია, გუგეშაშვილი – აბურჯანია, დვალი, ლობჟანიძე, საზონოვი, წიტაიშვილი
მწვრთნელი: სტოლე სოლბაკენი

გაფრთხილება: დავითაშვილი (64), ზივზივაძე (82)
არბიტრი: ნ. დაბანოვიჩი (მონტენეგრო)

ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მომდევნო მატჩს საქართველოს ნაკრები 15 ოქტომბერს, კვიპროსის წინააღმდეგ საკუთარ მოედანზე გამართავს. კვიპროსთან მატჩამდე ჩვენი გუნდი 12 სექტემბერს, ტაილანდის წინააღმდეგ გამართავს ამხანაგურ შეხვედრას.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

3 ქულა კიშინიოვში: ახალგაზრდულმა მოლდოვა დაამარცხა და თანალიდერია

ეს თამაში სამომავლოდ დაგვეხმარება დიდი მიზნის მიღწევაში: სანიოლი მსაჯზე გაბრაზდა მეორე გოლის გატანა არ გვაცალაო