in ,

ირაკლი აზაროვით ფრანგული ბორდო ინტერესდება

ბათუმის “დინამოს” ფეხბურთელის ირაკლი აზაროვის გადაბირებით კიდევ ერთი ევროპული კლუბი დაინტერესდა.

გავრცელებული ინფორმაციით, 19 წლის მარცხენა მცველის სანაცვლოდ ფრანგული “ბორდო” 400 ათას ევროს იხდის.

შეგახსენებთ, რომ აზაროვის ტრანსფერი ბელგიურ “ბრიუგეს”, ხორვატიის ჩემპიონ “დინამო ზაგრებსა” და რუსულ “კრასნოდარს” სურთ. გარდა ამისა, ირაკლის სანაცვლოდ 600 ათას ევროს იხდის “ტრაბზონსპორი”. 

როგორც ცნობილია, თავდაპირველად აჭარული კლუბი აზაროვს 1,2 მილიონ ევროდ აფასებდა, თუმცა ახლა ბათუმის “დინამო” მზადაა, ფეხბურთელი 1 მილიონად გაყიდოს.

ირაკლი აზაროვი ბათუმის “დინამოში” თბილისის “დინამოდან ” გადავიდა. ახალგაზრდა ფეხბურთელი გია გეგუჩაძის გუნდის წამყვანი მოთამაშე გახდა. აზაროვს უკვე ჰქონდა დებიუტი ეროვნულ ნაკრებში, ვილი სანიოლმა კი ის სექტემბრის თამაშებისთვისაც გამოიძახა.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

გიორგი მიქაუტაძე სერენში დაბრუნდა

პარალიმპიადაზე უკრაინელმა სპორტსმენმა რუსებთან ფოტოს გადაღებაზე უარი თქვა