in

ინტერი ხელფასებს ვერ არიგებს, არსენალი წმენდას იწყებს, ტრანსფერები ხურდება – ამბები მოკლედ

გარეთ ბეილის აგენტი მოთამაშისთვის „რეალში“ მომავალს ვერ ხედავს.

ინიესტამ „ვისელ კობესთან“ კონტრაქტი გააგრელა 2023 წლამდე.

„ბარსელონამ“ შესაძლოა კუმანი სეზონის დასრულების შემდეგ გაუშვას.

„ბარსელონამ“ განაახლა დეპაისთან მოლაპარაკებები.

ლიოვს სურს, რომ მიულერი ნაკრებში დააბრუნოს ევრო 2020-ზე.

კილიან მბაპე საფრანგეთის ოლიმპიური ნაკრების წინასწარ განაცხადში მოხვდა.

„ფულჰემმა“ „ბარნლისთან“ წააგო და პრემიერლიგიდან ოფიციალურად გავარდა.

„ინტერის“ პრეზიდენტმა ფეხბურთელებს თხოვა ბოლო 2 თვის ხელფასებზე უარი თქვან კლუბის ფინანსური პრობლემების გამო.

„მანჩეტერმა“ კავანისთან კონტრაქტის ერთი წლით გახანგრძლივების შესახებ გამოაცხადა.

სალაჰი არ დაბრუნდება „ჩელსიში“. „ლივერპული“ არ მისცემს ფეხბურთელს კონკურენტს.

სამაგიეროდ „ჩელსი“ კონტრაქტს გააფორმებს ნიკოლო მილენკოვიჩთან „ფიორენტინადან“.

ჯეიდონ სანჩო „ბაიერნს“ აინტერესებს. ის დორტმუნდელებს ზაფხულში მიმართავს.

„არსენალი“ გეგმავს შემადგენლობის მასშტაბურ წმენდას. წამსვლელთა სიაში არიან: ბერნდ ლენო, ეკტორ ბელერინი, ლუკას ტორეირა, მატეო გენდუზი, ეინსლი მეიტლენდ-ნაილსი და სეად კოლაშნაცი.

ალესანდრო ფლორენცი პსჟ-ს დატოვებს და „რომაში“ დაბრუნდება.

იულიან დრაქსლერი დათანხმდა პსჟ-სთან კონტრაქტის 2024 წლამდე გაგრძელებას.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ტოჩინოშინი ტაკარაფუჯისთან დამარცხდა და ნაცუ ბაშოზე მეორე მარცხი იგემა

ბორჯღალოსნები ბელგიას თელავში უმასპინძლებენ