in ,

ბარსას საუკეთესო ტრანსფერები ნეიმარის შემდეგ და უარესები: რა გამოვიდა

ESPN-მა „ბარსელონას“ ტრანსფერებს გადახედა 2017 წლის შემდეგ და საუკეთესოები და უარესები გამოავლინა.

რეიტინგი შედგა დახარჯული თანხების, შემოსავლების ან დანახარჯების საფუძველზე, ასევე ფეხბურთელის მიღწევასა და გუნდში გატარებული დროის მიხედვით.

განიხილეს მას შემდეგ განხორციელებული ტრანსფერები, როდესაც ნეიმარი პსჟ-ში გადავიდა.

უარესების ხუთეულში შევიდნენ ფილიპე კოუტინიო (160 მლნ ევრო, 2018), მირალემ პაინიჩი (60 მლნ ევრო), მატეუს ფერნანდესი (7 მლნ ევრო), კევინ-პრინს ბოატენგის იჯარა (2019 წ) და ჯეისონ მურილიო (2019 წ).

ანტუან გრიზმანის შეძენამ 2019 წელს 120 მლნ ევროდ 35-ე ადგილი დაიკავა. სერხიო აგუეროს თავისუფალ აგენტად მისვლა 2021 წელს 27-ე პოზიციაზეა.

„ბარსელონას“ საუკეთესო გარიგებების ხუთეული ასეთი გამოვიდა:

  1. რონალდ არაუხო – 1,7 მლნ ევრო, 2018 წ;
  2. პედრი – 5-25 მლნ ევრო, 2020 წ;
  3. ანდრეას კრისტენსენი– თავისუფალი აგენტუ, 2022 წ;
  4. ფრენკი დე იონგი – 86 მლნ ევრო, 2019 წ;
  5. რობერტ ლევანდოვსკი – 45 მლნ ევრო, 2022 წ.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

კვარაცხელიას შესაძლოა 13 მილიონის 70% მიეღო

კრიშტიანო მდიდრული საათების ინვესტორია: ის პლანეტის უმდიდრეს ადამიანს შეუერთდა