გუშინ, ინგლისის ლიგის ანდაც კარაბაოს თასის 1/16 ფინალური ეტაპის დარჩენილი მატჩები გაიმართა და 16-ვე 1/8 ფინალისტის ვინაობა ცნობილია.
ძალიან ცუდი დღე გამოვიდა ლონდონური გუნდებისათვის:
“არსენალმა” “ბრაიტონს” უმასპინძლა და 1:3 დამარცხდა.
“ვესტ ჰემი” ჩემპიონშიფის ბინადარ “ბლექბერნს” დაუპირისპირდა და მატჩი ფრედ, 2:2 დასრულდა, მაგრამ რეგლამენტის მიხედვით პირდაპირ პენალტები დაინიშნა და აქ მეორე ლიგის ბინადრები უკეთესები აღმოჩნდნენ.
ანტონიო კონტეს “ტოტენჰემიც” დაგვემშვიდობა. დეზები “ნოტინგემს” ესტუმრნენ და მატჩი მასპინძელთა სასარგებლოდ, 2:0 დასრულდა.
ყველაზე მძიმე მატჩი კი ცხადია, “ჩელსის” ჰქონდა, რომელიც “ეტიჰადზე” “სიტის” ესტუმრა და 0:2 დამარცხდა. ჰოლანდმა დაისვენა, მაგრამ რიად მაჰრეზმა და ხულიან ალვარესმა ლონდონელებს არაფერი დაუთმეს.
კიდევ ერთი ლონდონური გუნდი კი “კრისტალ პალასი” აღმოჩნდა, რომელიც ჩინებულ ფორმაში მყოფ “ნიუკასლს” შეხვდა და მატჩი 0:0 დასრულდა, პენალტებში კი ჯორდები უკეთესი აღმოჩნდნენ.
უმძიმესი მატჩი გამოუვიდა იურგენ კლოპის “ლივერპულს”, რომლის მეტოქეც ლიგ 1-ის ბინადარი “დერბი ქაუნთი” იყო. აქაც უგოლო ფრე ვნახეთ, პენალტებში კი შესანიშნავი იყო მასპინძელთა ირალნდიელი კიპერი კიუვინ კელეჰერი, რომელმაც 3 პენალტის მოგერიება მოახერხა და წითლები 1/8 ფინალში გავიდნენ.
პრემიერ ლიგელთა ჯახი გაიმართა “მოლინუქსზე”, სადაც დებიუტი ჰქონდა ხულენ ლოპეტეგის და მისმა “ვულვზმა” “ლიდსი” 1:0 დაამარცხა.
“საუთჰემპტონისა” და “შეფილდ უენსდის” მატჩშიც პენალტებამდე მივიდა საქმე და წმინდანები შემდეგ ეტაპზე გავიდნენ.
GIPHY App Key not set. Please check settings