in

იმაზე მეტს მივაღწიეთ, ვიდრე ვიფიქრებდით: საქართველოსთვის შინ დაბრუნების დროა

საქართველოს ნაკრებმა სადებიუტო მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლა ავსტრალიასთან წაგებით დაასრულა – 84:100.

საქართველოსთვის მსოფლიო დამთავრდა: ავსტრალიამაც უპრობლემოდ მოგვიგო

მატჩის შშემდეგ პრესკონფერენციაზე ილიას ზუროსმა და გიორგი შერმადინმა ისაუბრეს.
მთავარი მწვრთნელი მიღწეული შედეგით კმაყოფილია და ყველას მადლობას უხდის. საკუთარ ქართულ მომავალზე საუბარი კი ჯერ ნაადრევად მიაჩნია.

ილიას ზუროსი:
„ვულოცავ ავსტრალიის ნაკრებს გამარჯვებას. ეს არის ბრწყინვალე გუნდი შესანიშნავი მოთამაშეებით. მათ იციან, როგორ ითამაშონ სწრაფი და შედეგიანი კალათბურთი. სამწუხაროა, რომ მედლებისთვის ბრძოლას ვერ გააგრძელებენ.

მინდა მადლობა გადავუხადო ფიბას, რომელმაც ძალიან კარგი მასპინძლობა გაგვიწია. ასევე მადლობა გულშემატკივრებს, რომლებიც ტრიბუნიდან მხარს გვიჭერდნენ.

განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ჩემს მოთამაშეებს. ჩვენ იმაზე მეტს მივაღწიეთ, ვიდრე აქ ჩამოსვლამდე ვიფიქრებდით, გავედით მსოფლიოს საუკეთესო 16 ნაკრებს შორის და მოვიპოვეთ ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშის უფლება. მიყვარს ჩემი კალათბურთელები.

საკუთარ მომავალთან დაკავშირებით ახლა ვერაფერს ვიტყვი. ამ რვა წლის განმავლობაში საქმეში მთელი გული ჩავდე“.

გიორგი შერმადინი:
„რთულია წაგების შემდეგ საუბარი. ვულოცავ ავსტრალიას გამარჯვებას. ვიცოდით, რომ რამდენიმე მოთამაშე ვერ დაგვეხმარებოდა. მოგება გვინდოდა, მაგრამ ვერ მოვახერხეთ.
აქ ყოფნით ძალიან ბედნიერები ვართ. მადლობა ორგანიზატორებს, სამწვრთნელო სტაფს, სამედიცინო გუნდსა და თითოეულ გულშემატკივარს. მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობა საოცარი იყო. ახლა კი შინ დაბრუნების დროა“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მამარდამ ერთი პენალტი ორჯერ აიღო: ქართველი მეკარე გმირია – ვალენსიამ კი მაინც წააგო

საბას მაგარი გოლი, კიტეს მოგებული თამაში, ზურიკოს პასი: როგორ ფორმაში არიან სანაკრებოდ ლეგიონერები