იერუსალიმის მასტერსზე ილია სულამანიძემ (100 კგ) ფინალში ნიდერლანდელ სიმეონ კატარინას დამატებით დროში გაფრთხილებებით სძლია და ოქროს მედალს დაეუფლა.
21 წლის სულამანიძემ ფინალამდე საერთო ჯამში 16 წუთში შომბორ ვეგი (უნგრეთი), ელმარ გასიმოვი (აზერბაიჯანი), პეტერ პალჩიკი (ისრაელი) და ჯაფარ კოცოევი (არაბეთის გაერთიანებული საემიროები) დაამარცხა.
90 კგ-მდე წონით კატეგორიაში მესამე ადგილისთვის ბრძოლაში მაისურაძემ უზბეკ დავლათ ბობონოვს სძლია, ხოლო ბექა ღვინიაშვილი ბრაზილიელ რაფაელ მასედოსთან დამარცხდა.
გუშინ ტურნირზე ოქროს მედლის მფლობელი ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) გახდა.
GIPHY App Key not set. Please check settings