in

თქვეს: ხვიჩას მწვრთნელი შესაძლოა გასპერინი გახდეს

ლუჩანო სპალეტის „ნაპოლიდან“ წასვლა ფაქტობრივად გადაწყვეტილია. ის და კლუბის პრეზიდენდი ვერაფრით მორიგდნენ და ბოლო ინტერვიუში მწვრთნელმა ლამის პირდაპირ თქვა, წასვლა ჯობიაო.

პარალელურად სახელდებოდა მისი შემცვლელი კანდიდატები. ვინ აღარ თქვეს, მათ შორის უმუშევარი კონტე და ბენიტესი, მაგრამ ახლა იტალიელმა ჟურნალისტებმა თითქოს გადაწყვეტილ ვარიანტზე ჩამოაგდეს სიტყვა. მათი თქმით, „ნაპოლის“ პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა ახალი მწვრთნელი შეარჩია და ის „ატალანტას“ თავკაცი ჯანპიერო გასპერინი იქნება.
საუბარია 2-წლიან კონტრაქტზე და ხელზე ასაღებ 4 მილიონ ევროიან ჯამაგირზე.

საინტერესოა, რომ 65 წლის გასპერინის სათამაშო სქემა 3-4-3-ია.

ეს ინფორმაცია ოფიციალურად არ დადასტურებულა, მაგრამ გამორიცხვაც არ შეიძლება, ტყუილად ხომ არ დაწერდნენ ასე დაბეჯითებით.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ტოტენჰემი მამარდაშვილზე ისევ ფიქრობს: მოლაპარაკება შესაძლებელია

ბრაზილიაში ქრისტეს ქანდაკება ჩააქრეს: ესპანეთში კი VAR-ის არბიტრი გააგდეს – როგორ ებრძვიან რასიზმს