საშინაო ევრობასკეტის მეორე შეხვედრაში საქართველოს ნაკრები ესპანეთთან დიდი ანგარიშით 64:90 დამარცხდა.
ესპანეთს მხოლოდ ერთი ტაიმი ვეჭიდავეთ: სიტუაცია რთულია – მთავარი ბრძოლები აწი იწყება
მატჩის შემდეგ კომენტარები გააკეთეს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა და დუდა სანაძემ, რომლებიც დღევანდელი თამაშით იმედგაცრუებულები არიან.
ილიას ზუროსი:
“უპირველეს ყოვლისა, მინდა ბოდიში მოვუხადო ჩვენს გულშემატკივარს. დღეს ბრძოლაც ვერ ვაჩვენეთ. ჩვენს თამაშში არ ჩანდა მებრძოლი სული. ვეთამაშებოდით ძალიან კარგ და ხარისხიან გუნდს, თან ისიც გასათვალისწინებელია, რომ ევრობასკეტის წინ დავკარგეთ ნაკრების კაპიტანი და ლიდერი თორნიკე შენგელია. დღეს ვერ ითამაშა ვერც გოგა ბითაძემ, მაგრამ ეს არ არის გასასამართლებელი. ისე ვითამაშეთ თითქოს ეს იყო ამხანაგური მატჩი და არა ოფიციალური. იმისათვის, რომ პლეი-ოფში გავიდეთ, მეტი ბრძოლა და დაცვაში მეტად კარგი თამაშია საჭირო. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, თუ გვსურს მოვიგოთ, უნდა ვიბრძოლოთ”.
დუდა სანაძე:
“ძალიან იმედგაცრუებულები ვართ. უამრავი შეცდომა დავუშვით. მიუხედავად ამისა, იმედიანად ვართ და შევეცდებით მომდევნო მატჩებში გამარჯვებებს”.
GIPHY App Key not set. Please check settings