საქართველოს ჩემპიონმა თსუ-მ ევროპის თასის ჯგუფურ ეტაპზე ბოლოსწინა ტურის მატჩი კვიპროსში ითამაშა.
ჩვენმა გუნდმა „კერავნოსთან“ შეხვედრა ბოლო წამებზე დათმო – 84:79 (28:21, 18:17, 22:18, 16:23).
ეს იყო ორი აუტსაიდერის შეხვედრა, ახლა ორივე გუნდ 6-6 ქულა აქვს.
„კერავნოსი“ ერთადერთი გუნდი იყო, რომელსაც ტურნირზე ერთი მატჩიც არ ჰქონდა მოგებული.
28 ქულით მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე კახა ჯინჭარაძე გახდა. ნიკოლა ვუიოვიჩმა 15 ქულა ჩააგდო, გიორგი ცინცაძემ – 13, რატი ანდრონიკაშვილმა და ნოდარ გოგოძემ – 8-8, ალექსანდრე ფევაძემ კი – 7.
თსუ 22 ნოემბერს, ბოლო ტურში, „ვარეზეს“ უმასპინძლებს.
GIPHY App Key not set. Please check settings