in

მსოფლიოს ყველაზე კრეატიული ფეხბურთელი დემბელე ყოფილა

უსმან დემბელე მიმდინარე სეზონის ყველაზე შემოქმედებით ფეხბურთელად დაასახელეს.

სპორტული კვლევების საერთაშორისო ცენტრმა CIES Football Observatory-მა მსოფლიოს 100 საუკეთესო ფეხბურთელის რეიტინგი შეადგინა შექმნილი მომენტების მიხედვით.

სიის შედგენისას გაითვალისწინეს საკვანძო პასების და მოსალოდნელი ასისტების, ასევე ჩატარებული მატჩების რაოდენობა. მხოლოდ ის ფეხბურთელები მიიღეს მხედველობაში, რომლებმაც ამ სეზონში მინიმუმ 630 წუთი მაინც ითამაშეს თავიანთ ლიგაში ერთი და იგივე გუნდის შემადგენლობაში.

რეიტინგს სათავეში მოექცა პსჟ-ს ვინგერი უსმან დემბელე, რომელსაც 4 ასისტი აქვს 11 მატჩში.

100 ფეხბურთელში 33 ლიგის წარმომადგენელია. ყველაზე მეტად წარმოდგენილია პრემიელრიგა – 16 მოთამაშე.

ყველაზე კრეატიული ფეხბურთელები CIES Football Observatory-ის ვერსიით:

  1. უსმან დემბელე (პსჟ)
  2. ლეროი სანე („ბაიერნი“)
  3. ნიკო უილიამსი („ატლეტიკი“)
  4. კილიამ მბაპე (პსჟ)
  5. მუსა დიაბი („ასტონ ვილა“)
  6. მოჰამედ სალაჰი („ლივერპული“)
  7. ფრანკ ონორა („გლადბახი“)
  8. მაქსიმილიანო ნუნიესი („ნასიონალ პოტოსი“)
  9. ინიაკი უილიამსი („ატლეტიკი“)
  10. მაგნუს ეიკრემი („მიოლდე“)

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

თსუ-მ ბოლო წამებზე წააგო

სიტის სარეკორდო ფულები: შემოსავლებიც ყველაზე მეტია და ხელფასებიც