საქართველოს ნაკრებმა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში პირველი გამარჯვება მოიპოვა. ზოგადად, მუნდიალის შესარჩევში კი, 9 წლის შემდეგ მოიგო.
საქართველოს ნაკრების შემადგენლიბაში გამორჩეული იყო თორნიკე ოქრიაშვილი, რომელმაც გოლიც გაიტანა.
მატჩის შემდეგ, ნაკრების ათიანმა თამაში შეაფასა.
“ძალიან მძიმე დღეები გადაიტანა ქართველმა ხალხმა. ბათუმის ტრაგედიამ მთელი ქვეყანა შეძრა და ეს მოგება მთელ ქვეყანას სჭირდებოდა. გვსურდა ჩვენი გულშემატკივარი ბათუმში გაგვეხარებინა, რაც არ გამოვიდა, მაგრამ დღეს მოგება დავიმსახურეთ და მოვიგეთ. ამ გამარჯვებას დიდი ხანი ველოდით და წინ კიდევ ბევრი გამარჯვება გველის.”-თქვა თორნიკე ოქრიაშვილმა
GIPHY App Key not set. Please check settings