„თელავი“ სამმა ფეხბურთელმა დატოვა და ამის შესახებ თავად კლუბმა აცნობა. გუნდმა ფეისბუქგვერდზე სიახლე გაავრცელა და დაწერა.
მადლობა ბიჭებო!
ძვირფასო გულშემატკივრებო, გაცნობებთ, რომ საფეხბურთო კლუბი “თელავი”, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე სამ ფეხბურთელს დაემშვიდობა – ჩვენი გუნდი 25 წლის კაპიტანმა და მცველმა ანტონ თოლორდავამ, 25 წლის ნახევარმცველმა გიორგი ქანთარიამ და 29 წლის ნახევარმცველმა ბიძინა მახარობლიძემ დატოვეს.
თოლორდავა კარიერას სერბეთის პრემიერლიგის მეოთხეადგილოსან კლუბ ნიშის “რადნიჩკიში” გააგრძელებს, ქანთარიამ აზერბაიჯანს მიაშურა და იქაური პრემიერლიგის კლუბ განჯის “ქიაფაზში” გადავიდა, ხოლო მახარობლიძე ჯერჯერობით, უგუნდოდაა.
“თელავი” მადლობას უხდის ანტონს, გიორგის და ბიძინას გაწეული სამსახურისთვის და სამომავლოდ ყოველივე საუკეთესოს და წარმატებებს უსურვებს.
GIPHY App Key not set. Please check settings