in

თბილისი მსოფლიო თასს მასპინძლობს

თბილისში, 9-11 თებერვალს ხმლით მოფარიკავეთა შორის მსოფლიო თასის ეტაპი გაიმართება.

მსოფლიო თასზე 16 ქართველი მოფარიკავე იასპარეზებს.

მსოფლიოს ნომერ პირველ ხმლით მოფარიკავე სანდრო ბაზაძე 10 თებერვალს სანდრო ბაზაძე პირდაპირ ძირითად ბადეში დაიწყებს ასპარეზობას, ხოლო ბექა ბაზაძე, ვახტანგ არჩვაძე, გოგა კაკაურიძე, ნიკოლოზ ჭეიშვილი, ლაშა კუჭუხიძე, მიხეილ ალფაიძე, ლუკა ლომინაძე, ალექსანდრე ხორხომელიძე, დავით თავართქილაძე, ალექსანდრე თავართქილაძე, გიორგი ურუშაძე, ალექსანდრე სხილაძე, დავით ჯიმშელეიშვილი, თემო ალისტრახოვი და მერაბ ლეჟავა შეჯიბრებაში ჯგუფური ეტაპიდან ჩაერთვებიან.

მედლებისთვის 42 ქვეყნის 204 წარმომადგენელი იბრძოლებს.

2022-2023 წლებში საქართველომ უკვე 4 მსოფლიოს თასს უმასპინძლა.

შეგახსენებთ, თბილისში 2025 წელს მოფარიკავეთა მსოფლიოს ჩემპიონატი გაიმართება.

2024 წლის თებერვალ-აპრილში კი დაგეგმილ შეჯიბრებათა განრიგი ასეთია:

17-18 თებერვალი. რაპირა. გოგონები. ახალგაზრდები;
17-18 თებერვალი. ხმალი. გოგონები. ახალგაზრდები;
22-24 მარტი. დაშნა. ვაჟები. უფროსები;
19-21 აპრილი. რაპირა. ქალები. უფროსები.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

პირველი მოვიგეთ: როდესაც ქვეყანას წარმოადგენ, მთავარი გამარჯვებაა – ვიდეო

ჩაკვეტაძე თასიდან გამოვარდა და ლივერპულთან ვეღარ ითამაშებს, შოთა მომდევნო ეტაპზეა