in ,

თბილისის დინამო მარუშიჩის ტრანსფერზე სამართლებრივ დავას იწყებს

თბილისის “დინამო” ზორან მარუშიჩის ტრანსფერთან დაკავშირებით სამართლებრივ დავას იწყებს. სერბმა ფეხბურთელმა ცალმხრივად, თვითნებურად დაარღვია დინამოსთან არსებული მოქმედი ხელშეკრულება. მიუხედავად თბილისურ კლუბთან მოქმედი კონტრაქტისა, ფეხბურთელმა მიიღო კარიერის უცხოეთში გაგრძელების გადაწყვეტილება და დადებული კონტრაქტის გარდა, დაარღვია ფიფას საერთაშორისო სამართლის ნორმები.

„დინამო თბილისმა ზორან მარუშიჩთან 2021 წლის დეკემბრის დასაწყისში გააქტიურა კონტრაქტის შესაბამისი პუნქტი, რომლის მიხედვითაც მხარეებს შორის კონტრაქტი ავტომატურად, 2022 წლის ბოლომდე გახანგრძლივდა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დინამო თბილისმა შესაბამისი ღონისძიების გატარება უკვე დაიწყო.“ – განაცხადა დინამო თბილისის სპორტულმა დირექტორმა, ალექსანდრე რეხვიაშვილმა.

მოვუწოდებთ სხვადასხვა მედიასაშუალებებს, კლუბში მიმდინარე ამ და სხვა საკითხთან დაკავშირებით, ნებისმიერი ინფორმაცია გადაამოწმონ დინამო თბილისის პრესსამსახურთან.

წყარო: თბილისის დინამო

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

შერმადინის გამარჯვება და MVP ჩემპიონთა ლიგაზე

ესპანური სტადიონების მომავალი