იტალიის ქალაქ ოსტიაში წყალბურთის ჩემპიონთა ლიგის 2021/2022 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა. ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე ზედიზედ მესამედ იასპარეზებს საქართველოს ჩემპიონი თბილისის “დინამო”, რომელიც ურთულეს ჯგუფში მოხვდა.
A ჯგუფში “დინამოს” მეტოქეები: “ფერენცვაროში”, “ბარსელონეტა”, “ოლიმპიაკოსი”, “რადნიჩკი”, “ნოვი ბელგრადი” იქნებიან. კიდევ ორ გუნდს საკვალიფიკაციო ეტაპი გაარკვევს.
წყალბურთის ჩემპიონთა ლიგის ახალი სეზონის ჯგუფური ეტაპი 26 ოქტომბერს დაიწყება და 15 ივნისს დასრულდება. ,,დინამო ” პირველ მატჩს 26 ოქტომბერს ,,ოლიმპიაკოსთან” სტუმრად ჩაატარებს.
რვათა ფინალს 30 ივნისიდან 2 ივლისის ჩათვლით ბელგრადი უმასპინძლებს.
შეგახსენებთ, პირველ სეზონში, რომელიც პანდემიის გამო ნაადრევად შეწყდა, თბილისის “დინამომ” ფრანგული “მარსელი” დაამარცხა, წელს კი, ერთი მოგება დააკლდა საუკეთესო რვა გუნდში მოსახვედრად.