in

ანდრო ბითაძე: ძალიან უცნაურია ჯგუფების ასე გადანაწილება – რთულ ჯგუფში ვართ, მაგრამ სიურპრიზებს გპირდებით

საქართველოს ჩემპიონი თბილისის “დინამო” წყალბურთის ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ მესამედ იასპარეზებს. ჩვენი გუნდი ურთულეს ჯგუფში მოხვდა.

თბილისის დინამოს არ გაუმართლა: ჩემპიონთა ლიგაზე ურთულესი მეტოქეები გვეყოლება

წილისყრის შედეგები და მომავალ ტურნირზე თბილის “დინამოს” მიზნებზე გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა ანდრია ბითაძემ Sport4me.ge-სთან ისაუბრა.

“წინა წლებთან შედარებით ურთულეს ჯგუფში მოვხვდით. პირადად ჩემთვის, ცოტა გაუგებერია ჯგუფების ასეთი გადანაწილება. პლეი-ოფში ჯგუფის 4 საუკეთესო გუნდი გადის, მაგრამ ამ 4 ადგილისთვის ძალიან მძიმე ბრძოლები იქნება. ვინ ვისთან დაკარგავს ქულებს რთული სათქმელია. ურთულესი იქნება, მაგრამ უშანსოდ არ ვართ და მეორე მხრივ ჩვენი გუნდისთვის ასეთ გუნდებთან თამაში ძალიან დიდი გამოცდილება იქნება”, – გვითხრა ანდრია ბითაძემ.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

თბილისის დინამოს არ გაუმართლა: ჩემპიონთა ლიგაზე ურთულესი მეტოქეები გვეყოლება

არ არის ეს ჩვენი, მაგრამ… ყატარში ალკოჰოლს გაყიდიან