რამდენიმე დღის წინ, თბილისის „დინამოს“ მთავარ მწვრთნელად გიორგი ჭიაბრიშვილი დაინიშნა და კარს მომდგარი ევროტურნირების წინ მისთვის სასურველი მოთამაშეების მოყვანაც დაიწყო.
იმრან ულად-ომარი, იგივე იმრანი ქართველი გულშემატკივრისათვის კარგად ნაცნობი ფეხბურთელია. მას და ჭიაბრიშვილს ერთად თბილისის „ლოკომოტივში“ უმუშავიათ, როცა იმრანმა 2 წელი თბილისურ გუნდში გაატარა. „ლოკომ“ ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჯერ „კრაიოვა“ და შემდეგ მოსკოვის „დინამო“ გამოთიშა ასპარეზობას. მაშინ იმრანი მშვენიერ ფორმაში იყო.
ამის შემდეგ, მაროკოელი რუსეთში წავიდა და „როტორის“ მაისური მოირგო.
რუსული კლუბების დისკვალიფიკაციამ უეფას ტურნირებიდან კი ამ ჩემპიონატისადმი ლეგიონრთა ინტერესი ნულამდე დაიყვანა, შესაბამისად, მოთამაშეებიც პანტა-პუნტით ტოვებენ რუსეთს.
იმრანმა გასულ სეზონში 13 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 2 გოლს ამდენივე ასისტი დაამაყა. ის ამპლუით შემტევი ნახევარმცველია.
GIPHY App Key not set. Please check settings