in ,

თბილისის დინამოდან ჩეხეთში: კობოური კარვინას ფეხბურთელია

საქართველოს ნაკრებისა და თბილისის “დინამოს” მცველი დავით კობოური კარიერას ჩეხურ “კარვინაში” გააგრძელებს. გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ კლუბსა და ფეხბურთელს შორის კონტრაქტის პირობებზე შეთანხმება შედგა, გუნდთან ერთად პირველად კი ქართველმა ოთხშაბათს ივარჯიშა.

“ის არის შესანიშნავი მოთამაშე, ხარისხიანი ფეხბურთელი. ამის გარდა ის მემარცხენეა. ადაპტაციის პერიოდი მნიშვნელოვანი იქნება – ჩვენი ლიგა ხომ საქართველოს ჩემპიონატისგან განსხვავდება”, – განაცხადა კარვანას სპორტულმა დირექტორმა ლუბომირ ვლკმა.

“ეს ჩემი პირველი გამოცდილებაა, როდესაც საქართველოს ფარგლებს გარეთ ვითამაშებ. ცენტრალური მცველის პოზიციის გარდა, ხანდაზან მარცხენა ფლანგზეც ვთამაშობ. ბედნიერი ვარ, რომ აქ ვარ, მომწონს კლუბი” – განაცხადა კარვანას 23 წლის ახალწვეულმა.

“კარვინას” ჩეხეთის ჩემპიონატის უმაღლეს დივიზიონში 5 ქულით ბოლო მე-16 ადგილზეა. კობოური საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი გუნდის ღირსებას 2016 წლიდან იცავდა.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ავთანდილ ასათიანი: ნიდერლანდებში ტურისტებად არ ჩავალთ

აი Pro d2: ქუთაისიდან საფრანგეთში