ზურიკო დავითაშვილმა ლიგა 2-ის ბოლო, 22-ე ტურში „ბორდოს“ მოაგებინა, თან ლიდერ „ანჟერთან“ (1:0) და ეს დაუფასდა კიდეც. ქართველი ფეხბურთელი ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანეს.
ჩვენიანი თერთმეტეულში ლიგის ოფიციალურმა გვერდმა დაასახელა.
დავითაშვილმა ერთადერთი და გადამწყვეტი გოლი 70-ე წუთზე გაიტანა.
ეს ზურიკოსთვის მხოლოდ მეორე გოლია, „ბორდო“ კი მე-13 ადგილზეა და მომდევნო ტურში 3 თებერვალს სტუმრად “ტროას” ეთამაშება.
GIPHY App Key not set. Please check settings