საფრანგეთში ჯერჯერობით ორი ქართველი გვყავს, შესაძლოა დარჩეს ერთი, მეორე კი სხვაგან წავიდეს ან იმავე საფრანგეთში დარჩეს და გუნდი შეიცვალოს. ცხადია, საუბარია გიორგი მიქაუტაძეზე, რომელმაც ბოლო ამხანაგურ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიიღო.
„მეცის“ ბუნდესლიგელ „ფრაიბურგთან“ შეხვედრა გაუქმდა და თანამემამულე „ამიენს“ ეთამაშა – 0:0. მიქაუტაძე განაცხადშიც არ ყოფილა. მისი უთამაშებლობის მიზეზად კი შესაძლო ტრანსფერი დაასახელა.
ზურიკო დავითაშვილმა კი „ბორდოში“ ითამაშა და თავიც გამოიჩინა. ჩვენიანის გუნდი „ანჟერს“ შეხვდა. ზურიკო ძირითად შემადგენლობაში იყო. 54-ე წუთზე სწორედ მის ფლანგურ შეტევას და ჩაწოდებას მოჰყვა სლოვენიელი ვიპოტნიკის გოლი.
„ანჟერმა“ ბოლო წუთზე წონასწორობა აღადგინა – 1:1.
GIPHY App Key not set. Please check settings