in

ქართველების პასები და თურქული მეტოქეები: ჩვენები იტალიაში

იტალიური კლუბები მოსამზადებელ ეტაპს განაგრძობენ და საკონტროლო მატჩებსაც ატარებენ. იტალიაში ჯერჯერობით სამი ქართველია.

ხვიჩა კვარაცხელიამ თავი საგოლე პასით გამოიჩინა. „ნაპოლიმ“ კასტელ დი სანგროში თურქულ „ჰათაისპორთან“ ითამაშა და 4:0 მოიგო.
ხვიჩა ამჯერად ძირითად შემადგენლობაში იყო და 59-ე წუთზე შეცვალეს. ასევე ძირითადში იყვნენ თურქულ გუნდში საბა ლობჟანიძე და გუნდის ახალწვეული გიორგი აბურჯანია.
კვარაცხელიამ კი გოლი შესანიშნავი პასით ოსიმენს გაატანინა.
ნეაპოლთაგან გოლები ოსიმენმა და სიმეონემ გაიტანეს, ორივემ დუბლი შეასრულა.

„ფროსინონეში“ ითამაშა გიორგი კვერნაძემ და მანაც საგოლე პასი მიითვალა „სალერნიტანასთან“ შეხვედრაში – 1:1.
ჩვენიანი მე-60 წუთზე შევიდა მოედანზე.
78-ე წუთზე გიორგიმ მოედნის ცენტრთან ახლოს, მარცხენა ფლანგზე მიიღო ბურთი და ჭკვიანურად გაატანა გარიტანოს, რომელმაც ჯელის გადააწოდა და ანგარიშიც გაიხსნა. კვერნაძემ წინა ორი მატჩი ტრავმის გამო გამოტოვა.

ლუკა ლოჩოშვილის „კრემონეზემ“ შეკრებაზე მორიგი მატჩი თურქულ „გოზთეპესთან“ ითამაშა და 1:1.
ლუკა სათადარიგოთა შორის იყო და შეცვლაზე შევიდა.
„კრემონეზეს“ მწვრთნელმა მეორე ნახევარში ყველა მოთამაშე შეცვალა და ლოჩოშვილი მოედანზე გავიდა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

აბა სხვა დროს როდის: საქართველომ ტრევიზოს შეკრება ეგვიპტესთან თამაშით დაასრულა

ზურიკომ გაატანინა, მიქაუტაძე აღარ ათამაშეს