in

ზიდანმა რეალი დატოვა

ზინედინ ზიდანმა დატოვა მადრიდის „რეალის“ მწვრთნელის თანამდებობა.

ფრანგ სპეციალისტთან თანამშრომლობის შეწყვეტის შესახებ მადრიდულმა კლუბმა გამოაცხადა.

გარკვეული შესვენების შემდეგ „რეალში“ დაბრუნებულმა ზიდანმა ესპანეთის ჩემპიონატი და სუპერთასი მოიგო. წელს „რეალი“ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გავიდა და ლა ლიგაში მე-2 ადგილი დაიკავა. თასი „ბარსამ“ მოიგო და ისე გამოვიდა, რომ ამ სეზონში „რეალი“ უტიტულოდ დარჩა.

ზიდანი „რეალის“ მწვრთნელი 2016-18 წლებში იყო და ამ პერიოდში ზედიზედ სამჯერ მოაგებინა გუნდს ჩემპიონთა ლიგა. გარდა ამისა, „რეალმა“ მისი ხელმძღვანელობით ასევე მოიგო ესპანეთის ჩემპიონატი, ქვეყნის სუპერთასი, უეფას ორი სუპერთასი და ორჯერ გაიმარჯვა მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე.

ბოლო ინფორმაციით, დიდი ალბათობით, მასიმილიანო ალეგრი არ მივა “რეალში”, ის “იუვენტუსში” ბრუნდება.

ამასთან ითქვა, რომ “რეალი” ზაფხულის ტრანსფერებზე 130-150 მლნ ევროს დახარჯავს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

პარაძიუდოისტმა ზვიად გოგოჭურმა ბაქოში ოქროს მედალი მოიპოვა

უბისასთან ვიტალი დარასელიას მემორიალური დაფა დააზიანეს