in ,

ზიდანი და მალდინი საქართველოში ითამაშებენ

ეროვნული ლიგის 2021 წლის საფეხბურთო სეზონი გაიხსნა და პირველი ტურის მატჩებიც გაიმართა. გუნდები ჯერ იდეალური სათამაშო ფორმისგან შორს არიან, მაგრამ კლუბების შემადგენლობას თუ გადავხედავთ, წინ საკმაოდ საინტერესო და დაძაბული სეზონი გველის.

ასევე, წლევანდელ სეზონში ძალიან საინტერესო ფეხბურთელებსაც შევხვდებით. ქუთაისის “ტორპედოს” შემადგენლობაში პალესტინელი ფადი ზიდანი ითამაშებს.

ახლა კი, საფეხბურთო კლუბ “თელავის” პრესსამსახურმა გამოაქვეყნა გუნდის ახალწვეულთა სია, რომელშიც ძალიან საინტერესო სახელის და გვარის ფეხბურთელს ვხვდებით. ეს 20 წლის ბრაზილიელი მცველი პაბლო მალდინია. პაბლო ტრადიციული ბრაზილიური საფეხბურთო კლუბის “ფლამენგოს” აღზრდილია და ამ კლუბის ახალგაზრდულ გუნდებში აქვს ნათამაშები. “თელავი” კი, მისთვის პირველი პროფესიონალური კლუბია.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მალხაზ ურჯუკაშვილი: გუნდებს აძალებენ არჩევნებზე ტყემალაძეს მიეცით ხმაო და ამათ სურთ რაგბის განვითარება?!

იდეიდან 4 მილიარდამდე: 2 მარტს ჩემპიონთა თასის ჩატარება გადაწყდა