გუშინ, გაუწყეთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ ყაზანის “რუბინთან” კონტრაქტი გაწყვიტა და ბათუმის “დინამოს” თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. ცოტა ხანში, ეს ინფორმაცია რუსულ მედიასთან ყაზანური კლუბის პრესსამსახურმაც დაადასტურა.
რუბინმა დაადასტურა: კვარაცხელიამ ყაზანურ კლუბთან კონტრაქტი გაწყვიტა
იტალიელი ჟურნალისტი და სატრანსფერო ექსპერტი ალფრედო პედულა იტალიურ მედიასთან ამბობს, რომ კვარაცხელია სერია ა-ს უფრო და უფრო უახლოვდება და იგი დარწმუნებულია 21 წლის ქართველი ფეხბურთელი ნეაპოლელთა მაისურს მოირგებს.
“ხვიჩა “ნაპოლს” უახლოვდება. იგი იტალიური გუნდის სპორტული დირექტორის კრისტიანო ჯუნტოლის თვალთახედვის არეშე პირველ ადგილზეა და ლორენცო ინსინიეს შემცვლელად სწორედ მას განიხილავს. უდიდესი ალბათობით, ზაფხულში კვარაცხელია “ნაპოლის” პირველი შენაძენი იქნება.”თქვა პედულამ
ამასთანავე, arenanapoli წერს, რომ ლუჩიანო სპალეტის გუნდს ხვიჩას ტრანსფერზე კონკურენტი გამოუჩნდა და ქართველით ლონდონის “არსენალიც” არის დაინტერესებული.
ამჯერად, 21 წლის ქართველი ფეხბურთელი ბათუმშია და მინიმუმ ზაფხულამდე საქართველოს მოქმედ ჩემპიონ გუნდში ითამაშებს. კვარაცხელიას შესაძლო დებიუტი ახალ გუნდში სავარაუდოდ ბათუმის “აჭარაბეთ არენაზე” 2 აპრილს შედგება, როდესაც ბათუმის “დინამო” “თელავს” უმასპინძლებს. ასევე, ხვიჩა გია გეგუჩაძის გუნდს ზაფხულში ევროსარბიელზეც დაეხმარება.
GIPHY App Key not set. Please check settings