in

კვარა გაბრაზებულია და შეიძლება არსენალმა წაიყვანოს: თანხა, რომელიც ჯუღელმა ხვიჩასთვის მოითხოვა

footballtransfers-ის ვარაუდით, არაა გამორიცხული, ხვიჩა კვარაცხელიას “ნაპოლისთან” კონტრაქტის გახანგრძლივების საკითხის კრიზისში შესვლამ, ქართველისადმი “არსენალის” ინტერესი განაახლოს.

გამოცემა წერს, რომ კვარაცხელია “ნაპოლის” ისტორიული სკუდეტოს მოპოვებაში დაეხმარა, დაახლოებით ერთი წელია ახალი ხელშეკრულების გაფორმებასა და ხელფასის მომატებას ითხოვს, რადგან მიუხედავად იმისა, რომ სერია A-ს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია, ნეაპოლურ გუნდში ერთ-ერთი ყველაზე დაბალანაზღაურებადია, წელიწადში მხოლოდ 1.5 მილიონ ევროს იღებს, თავიდან კლუბის პრეზიდენტმა გაუმჯობესებული პირობებით ხელშეკრულების განახლებაზე უარი განაცხადა, რამაც ფეხბურთელი და მისი გარემოცვა ძალიან გააბრაზა.

აღნიშნულია, რომ, მოთხოვნილ და შეთავაზებულ თანხებს შორის სხვაობა უზარმაზარია,
დე ლაურენტისი მზად არაა 4 მილიონზე მეტი გადაუხადოს, ამ დროს კვარაცხელია გაცილებით მეტი ღირს, შედეგად კი სავსებით რეალურია იმის შესაძლებლობა, რომ თუ მოთხოვნები არ დაუკმაყოფილეს, ქართველმა ზაფხულში გუნდიდან წასვლა მოითხოვოს.

“არსენალი” უკვე რამდენიმე თვეა კვარაცხელიათი აღფრთოვანებულია და სეზონის ბოლოს შეიძლება მისი გადაბირება კვლავ სცადოს. ამ სეზონში ხვიჩას თამაში ისე შთამბეჭდავი არაა და ზოგიერთი ამტკიცებს, რომ მიზეზი კონტრაქტთან დაკავშირებული სიტუაციაა”.

იტალიურ მედიაში ხვიჩა კვარაცხელიას “ნაპოლისთან” კონტრაქტის შესაძლო გახანგრძლივება აქტუალური თემაა.

Calciomercato წერს, რომ მხარეებს შორის მოლაპარაკებები ზაფხულში დაიწყო, როდესაც ფეხბურთელის აგენტი მამუკა ჯუღელი დიმაროში ჩავიდა. ახლა უკვე კონკრეტულად ხელფასის მომატებაზე საუბრის დრო მოვიდა, “ნაპოლი” კი მზადაა გასამრჯელო თითქმის 4 მილიონამდე გაუზარდოს. თუმცა ჯუღელი თავისი კლიენტისთვის 7 მილიონს მოითხოვს, ხოლო კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს.

Il Mattino-ს რედაქტორმა ფრანჩესკო დე კორემ რადიო Punto Nuovo-ს ეთერში განაცხადა, რომ ხელშეკრულებების გაგრძელება დელიკატური საკითხია, კლუბის პრეზიდენტს პრიორიტეტულ ფეხბურთელთა სია აქვს,
ოსიმენის შემდეგ კვარაცხელიას ჯერი დადგა, მაგრამ მისი გარემოცვა იმაზე მეტს ითხოვს, ვიდრე ეს “ნაპოლის” გეგმებშია.

ქართველის თაობაზე აგრეთვე “ნაპოლის” ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა პიერპაოლო მარინომ ისაუბრა: “მე გეტყვით, რაც ხდება – ხანდახან პირობების ძირითადმა დაუკმაყოფილებლობამ შეიძლება ქვეცნობიერად დემოტივაცია გამოიწვიოს, მაგრამ ეს არ არის განზრახვითი. ცხადია, რაც შეიძლება მალე მოუწევთ “კვარასთან” თანამშრომლობის გაგრძელების განხილვა, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ამან შეიძლება მის თამაშზე გავლენა მოახდინოს: ეკონომიკური მხარე არ არის უპირატესი. გუნდის ბევრი წამყვანი ფეხბურთელი კრიზისშია, ისინი ნეგატივის ფაზაში შევიდნენ”.

sportall.ge

What do you think?

-2 Points
Upvote Downvote

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ისევ ძირითადში: ჩაკვემ კარგი შეფასებები მიიღო

ევროპის ჩემპიონატის მეორე ეტაპი ფრენბურთში საქართველოში ჩატარდება