in ,

ვულოცავ ნაპოლის დაუმსახურებელ გამარჯვებას – XI ტური

მთავარი მატჩები კვირა საღამოს იყო, მაგრამ შაბათსაც მაგარი თამაში გამოვიდა. ნამდვილი დრამა გათამაშდა ფლორენციაში, სადაც ნერვები ისე დუღდა, რომ მატჩის შემდეგ „ფიორენტინას“ ხელმძღვანელობა გასახდელში შევარდნას და პასუხების მიღებას ცდილობდა. 15 წუთში „ინტერი“ უკვე 2:0-ს იგებდა, თუმცა ტაიმი მინიმალური სხვაობით მოიგო. მე-60 წუთზე მასპინძლებმა ანგარიში გაათანაბრეს, მაგრამ მერე ისევ ჩამორჩნენ და ისევ გაყაიმება სულ ბოლოს, 90-ე წუთზე მოახერხეს (იოვიჩი). თითქოს ფრე უნდა ყოფილიყო, მაგრამ მხითარიანმა მილანელებს 3 ქულა 90+5 წუთზე მოუტანა და ფლორენციელები ჭკუიდან გადაიყვანა.

მოულოდნელად წააგო ოთხეულის „უდინეზემ“ და ამიტომაც მოუწია ოთხეულის დატოვება.
ორი გამორჩეული მატჩიდან კი ჯერ ბერგამოს დაპირისპირება იყო. აქამდე წაუგებელმა “ატალანტამ” ასევე დიდი ხნის დაუმარცხებელ “ლაციოს” დაუთმო თამაში და შესაბამისად მე-3 ადგილიც გადაულოცა, მიუხედავად იმისა,რომ ქულებით თანაბრად არიან. თავად ბერგამოს გუნდი მე-4-ზე დარჩა, რაც ხვიჩას “ნაპოლის” დამსახურებაა.

“ნაპოლი” რომში ჩავიდა და განსაკუთრებულის “რომას” მოუგო. დაძაბული, ბრძოლიანი, უხეში, საინტერესო, ნერვების თამაშში გადამწყვეტი სიტყვა ოსიმენმა თქვა, რომელმაც კუთხიდან საოცარი დარტყმით “ნაპოლის” მორიგი 3 ქულა მოუტანა და ისევ ერთპიროვნულ ლიდერად აქცია.

“ნაპოლიმ” ზედიზედ 11 მატჩი მოიგო – პირველად 1986 წლის შემდეგ, როდესაც მარადონა თამაშობდა.

ჟოზე მოურინიო: “ვულოცავ “ნაპოლის” დაუმსახურებელ გამარჯვებას. რა ქვია მუდმივად მყვინთავ ბიჭს? ა ჰო, ლოსანო”.

„იუვენტუსმა“ პირველად მოიგო ზედიზედ 2 მატჩი სერია ა-ში და გაიტანა 3 გოლზე მეტი.

ალეგრი: „ახლა „იუვე“ უფრო ჰგავს გუნდს“.

სერია ა – XI ტური

იუვენტუსი – ემპოლი 4:0
სალერნიტანა – სპეცია 1:0
მილანი – მონცა 4:1
ფიორენტინა – ინტერი 3:4
უდინეზე – ტორინო 1:2
ბოლონია – ლეჩე 2:0
ატალანტა – ლაციო 0:2
რომა – ნაპოლი 0:1

ორშაბათი, 24 ოქტომბერი
კრემონეზე – სამპდორია
სასუოლო – ვერონა

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ეს გუნდი პრობლემებს არ მიქმნის: დიდი სამეული იკვეთება – XI ტური

რამდენი ქულა აიღო ბენზემამ: ის პირველზე მარტო 4-მა ქვეყანამ არ დაასახელა