in

ეს გუნდი პრობლემებს არ მიქმნის: დიდი სამეული იკვეთება – XI ტური

„რეალმა“ ისევ მოიგო და დამაჯერებლად იმყოფება პირველ ადგილზე. წლეულს მისავათებულ „სევილიასთან“ თამაშის დაწყებამდე ზიდანმა და მოდრიჩმა ბენზემას კუთვნილი „ოქროს ბურთი“ ჩააბარეს, კასილიასმა კი კურტუას მისცა საუკეთესო მეკარის პრიზი.

უნდა აღინიშნოს „სოსიედადის“ წაგება, რომელსაც მანამდე ზედიზედ 4 თამაში ჰქონდა მოგებული და მე-3 ადგილამდეც იყო აღზევებული. ამ ფეხის დაცდენის გამო მისი ადგილის დაკავება ერთბაშად ორ გუნდს შეეძლო. ეს ორი გუნდი კი ერთმანეთს ხვდებოდა. უფრო იღბლიანი “ატლეტიკო” გამოვიდა. “ბეტისს” ჯერ გოლი გაუუქმეს, მერე გრიზმანმა პირდაპირ კუთხურიდან გაიტანა და მეორედ კონტრშეტევაზე დაიჭირა მეტოქე. სევილიელებმა 84-ეზე ჯარიმიდან შეამცირეს სხვაობა და გასათანაბრებლად რომ გაიწიეს, მშვენიერი შანსიც მიეცათ, მაგრამ ბურთი ხარიხას მოხვდა. შესაბამისად, მე-3 ადგილი “ატლეტიკოს” ერგო.

გრიზმანმა 147 გოლი გაიტანა “ატლეტიკოს” მაისურით. მხოლოდ ესკუდეროს (169) და არაგონესს (172) აქვთ უფრო მეტი.

ვალვერდემ ლა ლიგის სეზონში მე-4 გოლი გაიტანა საჯარიმოს გარედან. რონალდოს 2015/16 წლების სეზონში 5 ასეთი გოლი დაუგროვდა.

„რეალს“ 10 მოგება და 1 ფრე აქცს ლა ლიგის 11 ტურში – მე-6 შემთხვევა ისტორიაში.

ვინისიუსმა 2 ასისტი გააკეთა მეოთხედ. მესამე „ბერნაბეუზე“.

ანჩელოტი: „ეს „რეალი“ არ მიქმნის პრობლემებს. ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია, თუ საუკეთესო არა, ჩემს კარიერაში“.

37 წლის მოდრიჩმა თავის 450-ე მატჩში გაიტანა „რეალის“ რიგებში. მის ანგარიშზეა 108 (34+74) მოქმედება.

“ბარსელონამ” ლა ლიგის ბოლო 10 ტურიდან 9-ში გაიმარჯვა,. ის ერთი წაგება “რეალისგანაა”.

ტერ შტეგენმა ლა ლიგის რეკორდი დაამყარა. გერმანელმა სეზონის საწყის 11 მატჩიდან 9-ში გოლი არ გაუშვა.

დემბელეს გოლი და 3 საგოლე პასი აქვს. ის 2022 წელს ლა ლიგის საუკეთესო ასისტენტია.

ჩავი: “დემბელემ გადაწყვიტა მატჩის ბედი. გამარჯვებული პირველ ტაიმში გაირკვა”.

ლა ლიგა – XI ტური

რაიო ვალეკანო – კადისი 5:1
ვალიადოლიდი – სოსიედადი 1:0
ვალენსია – მალიორკა 1:2
რეალი – სევილია 3:1
ესპანიოლი – ელჩე 2:2
ბეტისი – ატლეტიკო 1:2
ჟირონა – ოსასუნა 1:1
ვილიარეალი – ალმერია 2:1
ბარსელონა – ბილბაო 4:0

ორშაბათი, 24 ოქტომბერი
სელტა – ხეტაფე

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მაგდენი ინგლისური რა ვიცი… – XIII ტური

ვულოცავ ნაპოლის დაუმსახურებელ გამარჯვებას – XI ტური