in

ვირტუსმა მოიგო და შენგელია ყველაზე შედეგიანი იყო

იტალიაში საკალათბურთო სერია A-ს რეგულარული ჩემპიონატი მთავრდება. ბოლოსწინა ტურში თორნიკე შენგელიას ვირტუსი სტუმრად “ტორტონას” ეთამაშა და 7 ქულის სხვაობით – 84:77 დაამარცხა, რაც უპირველესად ქართველი ფორვარდის დამსახურებაა.

თორნიკემ ჯამში 26 წუთი ითამაშა და 15 ქულასთან ერთად 6 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა დააგროვა. მან 6-დან 4 ორქულიანი და 8-დან 7 საჯარიმო გამოიყენა, პერიმტერიდან ჩაგდება კი ორჯერ სცადა და უშედეგოდ. თოკომ ბურთი მხოლოდ ერთხელ დაკარგა და მეტოქის წინააღმდეგ სამჯერ დაჯარიმდა.

რაც შეეხება შეხვედრას, პირველი ტაიმი საკმაოდ დაძაბული იყო და დიდ შესვენებამდე ვირტუსი მხოლოდ 2 ქულით იგებდა. მესამე მეოთხედი გადამწყვეტი იყო, რადგან შენგელიას გუნდმა 8-ქულიანი უპირატესობა მოიპოვა, რომელიც, საბოლოო ჯამში, შეინარჩუნა.

ვირტუს ბოლონია 21 მოგებითა და 8 მარცხით რეგულარულში პირველ ადგილზე იმყოფება და თუ ბოლო შეხვედრასაც მოიგებს, პლეი ოფში მოედნის უპირატესობა ექნება. ბოლო ტურის შეხვედრას ბოლონიელები 5 მაისს ტრენტოსთან გამართავენ.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მესის 1200 ქულა აქვს 1057 მატჩში: მან 110 გუნდს გაუტანა

მამარდა ბარსელონასთან გააძევეს: გაგდებამდე კი საუკეთესო იყო…