in

მამარდა ბარსელონასთან გააძევეს: გაგდებამდე კი საუკეთესო იყო…

გიორგი მამარდაშვილი „ბარსელონასთან“ მატჩში მოედნიდან გააძევეს, ხოლო „ვალენსია“ სტუმრად 2:4 დამარცხდა.

ბარსელონა – ვალენსია 4:2
გოლები: 1:0 ფერმინი (22), 1:1 დურო (27), 1:2 პეპელუ (38, პენ), 2:2 ლევანდოვსკი (49), 3:2 ლევანდოვსკი (82), 4:2 ლევანდოვსკი (90+3)
გაძევება: მამარდაშვილი (45+4, ვალენსია)

მამარდაშვილმა ჟოაო კანსელოს უძლიერესი დარტყმის შემდეგ 44-ე წუთზე გუნდი გადაარჩინა, მაგრამ მალევე გააძევეს – ჩვენიანმა უხერხულად მიიღო ბურთი და შემდეგ, საჯარიმოდან გამოსულმა ხელით ითამაშა, რაც ულაპარაკო წითელია ბარათია და რაც არბიტრმა მხოლოდ VAR-ზე შემოწმების შემდეგ უჩვენა. ეს მამარდასთვის პირველი გაძევებაა კარიერაში.

მეორე ტაიმში „ბარსელონამ“ რიცხობრივი უპირატესობით ისარგებლა. მატჩის გმირი რობერტ ლევანდოვსკი გახდა, რომელმაც 50-ე წუთზე წონასწორობა აღადგინა, 82-ე წუთზე დუბლი შეასრულა, ხოლო 90+3-ე წუთზე – ჰეთთრიქი.

არადა მანამდე საქმე კარგად მიდიოდა: ორჯერ მუშტებით მოიგერია საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთი, “ვალენსიას” სასარგებლოდ პენალტი რომ დაინიშნა, სწორედ მისი წამოწყებული შეტევა იყო, ხოლო ერთ მომენტში პიტერ გონსალესს პასი მისცა, მაგრამ მარკ-ანდრე ტერ შტეგენთან პირისპირ გასულმა უხეიროდ დაარტყა.

გაშვებულ გოლში გიორგის დადანაშაულება რთულია: ფერმინ ლოპესს ახლო მანძილიდან თავით დარტყმაში არავინ შეუშალა ხელი.

აღსანიშნავია, რომ წითელი ბარათის მიღებამდე გიორგის Flashscore-სგან ორივე გუნდიდან ყველაზე მაღალი შეფასება, 9.2 ქულა ჰქონდა.

33 ტურის შემდეგ „ვალენსია“ 47 ქულით მე-8 ადგილზეა და 5 ტურით ადრე კონფერენსლიგის ზონას 2 ქულით ჩამორჩება.
5 მაისს „ალავესს“ უმასპინძლებს. ცხადია ამ შეხვედრას მამარდაშვილი დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვირტუსმა მოიგო და შენგელია ყველაზე შედეგიანი იყო

მიქაუტაძე – იუვენტუსი, იქნებ ნაპოლიც…