in

ვინ რამდენი ქულა აიღო ოქროს ბურთზე: მესიმ ჰოლანდს 105-ით გაასწრო

წელს „ოქროს ბურთი“ ისევ ლეო მესიმ მოიგო. ახლა კი ცნობილი გახდა, რამდენი ქულა დააგროვეს მთავარმა ნომინანტებმა.

France Football-მა გამოკითხვის შედეგები გამოაქვეყნა.

„ინტერ მაიამის“ ფორვარდმა ლიონელ მესიმ 462 ქულა მიიღო. არგენტინელმა 105 ქულით გაასწრო მეორე ადგილზე გასულ „სიტის“ ფორვარდ ერლინგ ჰოლანდს (357 ქულა). პსჟ-ს შემტევს კილიან მბაპეს 270 ქულა ჰქონდა.

შეგახსენებთ, 30 ოქტომბერს პარიზში გაიმართა „ოქროს ბურთის“ გადაცემის საზეიმო ცერემონია. კარიერაში მერვედ ჯილდო ლიონელ მესიმ მოიპოვა.

„ოქროს ბურთი“-2023, ტოპ-10

  1. ლიონელ მესი („ინტერ მაიამი“) – 462
  2. ერლინგ ჰოლანდი („სიტი“) – 357
  3. კილიან მბაპე (პსჟ) – 270
  4. კევინ დე ბრუინი („სიტი“) — 100
  5. როდრი („სიტი“) – 57
  6. ვინისიუსი („რეალი“) – 49
  7. ხულიან ალვარესი („სიტი“) – 28
  8. ვიკტორ ოსიმენი („ნაპოლი“) – 24
  9. ბერნარდო სილვა („სიტი“) – 20
  10. ლუკა მოდრიჩი („რეალი“) – 19

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მეცი მიქაუტაძის დაბრუნებას ზამთარში ეცდება

პრემიერლიგის შემდეგი მწვრთნელი, რომელსაც გააგდებენ: ბუქმეკერებმა ახალი ფსონები ჩამოწერეს