in

ყველაზე ახლო „ოქროს ბურთები“ – მესიმ ვან დეიკს 7 ხმით გაასწრო, რონალდომ ლეოს 3%-ით და ძველი ამბებიც

ლეო მესიმ მორიგი „ოქროს ბურთი“ წაიღო. წელს არგენტინელი მეშვიდედ დაასახელეს წლის ფეხბურთელად. თუმცა ამ სეზონში ყველაფერი წინასწარ გარკვეული და აშკარა არ ყოფილა. France Football-ის გამოკითხვაში მესიმ მცირედით აჯობა რობერტ ლევანდოვსკის – მესიმ 613 ხმა მიიღო, პოლონელს 580-მა ჟურნალისტმა დაუჭირა მხარი.

ასეთივე მძაფრი ბრძოლა იყო „ოქროს ბურთის“ სულ პირველ ცერემონიაზე. 1956 წელს სტენლი მეთიუზმა 47 ხმა მიიღო და 3-ით აჯობა „რეალის“ ალფრედო დი სტეფანოს.

1-მა ხმამ გადაწყვიტა 1966 წლის ამბავი – ბობო ჩარლტონმა („მანჩესტერი“) 81 აიღო და 80-ბალიან ეუსებიოს („ბენფიკა“) გაასწრო.

4-ქულიანი სხვაობა დაფიქსირდა 3 წლის შემდეგ – ჯანი რივერამ 1969 წელს „ოქროს ბურთი“ ნაკრებში თანაგუნდელ ლუიჯი რივას აართვა.

1972-ში პრიზი გერმანელებმა გაითამაშეს. ჟურნალისტებს არჩევა გაუჭირდათ – ფრანც ბეკენბაუერმა 81 ქულა მიიღო, ხოლო გერდ მიულერმა და გიუნტერ ნეტცერმა 79-79.

5 წლის შემდეგ (1977) ჩამორჩენა მიკროსკოპული გამოდგა. დანიელმა ალან სიმონსენმა კევინ კიგანს სულ სამი ბალით გაასწრო.

1996 წელს მატიას ზამერმა რონალდოს ერთი ქულით აჯობა – 144 გერმანელს და 143 ბრაზილიელს. მომდევნო წელს ფენომენმა უშანსოდ დატოვა პრედრაგ მიატოვიჩი და ზინედინ ზიდანი, ხოლო 2002 წელს მეორედ მოიგო „ოქროს ბურთი“, მაგრამ 24 ხმით აჯობა რობერტო კარლოსს.

ფიფას ეპოქაში, როდესაც „ბურთს“ საერთაშორისო ფედერაცია გადაცემდა, ყველაზე დაძაბული ცერემონია 2013-ში გამოვიდა. კრიშტიანო რონალდომ 27.99% ხმა მიიღო, მესის ჰქონდა – 24.72%, ფრანკ რიბერის – 23.36%.

მესის ბოლო ორი მოგებაც დიდი სხვაობით არ ყოფილა. წელს ლევანდოვსკის 30-ზე ოდნავ მეტი ხმით აჯობა, ხოლო 2019-ში ვირხილ ვან დეიკს მხოლოდ 7 ხმით გაასწრო.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ნიკა ამაშუკელის მორიგი აღიარება: ქართველი არბიტრი ჩემპიონთა თასზე იმსაჯებს

კახი კალაძე: როცა მალდინის, ნესტას და შევჩენკოს გვერდით ხარ, მხოლოდ იმაზე ფიქრობ გუნდს იმედები არ გაუცრუო – მილანში არასდროს უნდა დანებდე