in

ვინ იყენებს ყველაზე მეტად საკუთარ აღზრდილებს

3-2. Guruzeta y dos penaltis de Vesga remontan un 0-2 de Wilian José e Isco

„რეალი“ „ბარსელონაზე“ ხშირად იყენებს საკუთარ აღზრდილებს ამ სეზონში.

სპორტული კვლევების საერთაშორისო ცენტრმა (CIES Football Observatory) გამოაქვეყნა 2023/24 წლების სეზონის პირველი მესამედის შედეგები. საკვანძო მაჩვენებელია – პროცენტულ შესაბამისობაში რამდენი წუთი გაატარეს კლუბის აღზრდილებმა მოედანზე.

პირველი ადგილი დაიკავა ბილბაოს „ატლეტიკმა“, რომლის 14 აღზრდილმა დროის 68.9% ითამაშეს. სამეულში შედიან „ლიონი“ (9 აღზრდილი, 45.6%) და „რეალ სოსიედადი“ (12; 45,4%).

მადრიდის „რეალი“ რეიტინგის მე-4 ადგილზეა, 8 აღზრდილმა ლა ლიგის 13 მატჩში მოედანზე დროის 36.3% გაატარა.

შემდეგ მოდიან „ფრაიბურგი“ (9; 34,5%), „ოსასუნა“ (7; 33,3%), „ვალენსია“ (11; 31,3%), „რენი“ (6; 30,6%), „ბარსელონა“ (8; 29,1%) და „ლას პალმასი“ (7; 29%).

მე-14 ადგილი დაიკავა „არსენალმა“ (5; 22,1%), მე-17 – “ატლეტიკომ“ (5; 21,3%), მე-18-ზე გავიდა – „მანჩესტერი“ (5; 20,4%), მას მოყვება „ჩელსი“ (4; 19,8%), 22-ეა – „ბაიერნი“ (5; 16,9%), 31-ე – „იუვენტუსი“ (5; 11,4%), 35-ე – „ლივერპული“ (4; 10,1%), 37-ე – „სიტი“ (5; 9,7%), 45-ე – „მილანი“ (3; 7,8%), 47-ე – პსჟ (1; 7,6%), 51-ე – „ინტერი“ (1; 6,5%), 62-ე – დორტმუნდის „ბორუსია“ (3; 3,4%), 69-ე – „ტოტენჰემი“ (1; 1,5%)

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ალფონსო და მსოფლიოს საუკეთესო მარცხენა მცველები

ასეთი არაფერი მინახავს: გუნდი ლუდით მეტს შოულობს, ვიდრე ფეხბურთელებით