საქართველოს ნაკრების და ესპანური “ვალენსიას” ახალგაზრდა მეკარის გიორგი მამარდაშვილის მორიგი აღიარება. 21 წლის ქართველი მეკარე whoscored.com-მა 2021/2022 წლებში ევროპის top 5 ლიგებში მოთამაშე 21-წლამდელთთა ლეგიონერების სიმბოლურ შემადგენლობაში მოხვდა.
გიორგი მამარდაშვილის სეზონი whoscored.com-მა 6.91 ქულით შეაფასა. ქართველმა ლა ლიგის მიმდინარე სეზონში 18 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 8-ჯერ შეძლო საკუთარი კარის მშრალად შენახვა.
აღნიშნული სიმბოლური გუნდი შემდეგნაირად გამოიყურება.
მეკარე: გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია)
დაცვა: ალფონსო დევისი (ბაიერნი), იოშკო გვარდიოლი (ლაიპციგი), რაიან აიტნური (ვულვზი), ნეითნ კოლინზი (ბარნლი)
ნახევარდაცვა: ფლორიან ვირტცი (ლევერკუზენი), პედრი (ბარსელონა), ჯუდ ბელინგემი (დორტმუნდი), ბუკაიო საკა (არსენალი)
თავდასხმა: ვინისიუსი (რეალი), ერლინგ ჰაალანდი (სიტი), ფილ ფოდენი (სიტი),
GIPHY App Key not set. Please check settings