in ,

ვილი სანიოლი: ოქტომბერში სხვა ნაკრებს ნახავთ

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა ვილი სანიოლმა პრესკონფერენცია გამართა.

ნაკრები დღეს შეიკრიბება და ოქტომბრის მატჩებისთვის მზადებას დაიწყებს. სანიოლმა პირველ რიგში სექტემბერში გამართული მატჩები შეაფასა.

“გასულ თვეში ბევრი რამ სხვანაირად უნდა გაკეთებულიყო. მეტი მონდომება გვმართებს, შეკრულები უნდა ვიყოთ ყველა. კონკრეტულად არავის ვადანაშაულებ მომხდარში, მაგრამ მეტი შეგვეძლო… უნდა გავიაზროთ, რომ ნაკრები ყველასია და ყველას ერთი მიზანი გვაქვს. სწორედ მის ირგვლივ უნდა გავერთიანდეთ და მჯერა, ოქტომბერში ყველაფერი სხვანაირად იქნება. დაინახავთ შემართებას, რომელიც ამ ნაკრებს ახასიათებს. გვიბრუნდებიან ფეხბურთელები, რომლებიც წინა შეკრებაზე სხვადასხვა მზიეების გამო დაგვაკლდნენ: ოქრიაშვილი, კვარაცხელია… ისინი ჩვენთან იქნებიან და თავს სხვანაირად წარმოვაჩენთ.

ახალგაზრდა ფეხბურთელები ვითარდებიან: რაც მეტ მატჩს ჩაატარებენ ისინი კლუბებში, მით მეტ გამოცდილებას მიიღებენ და ნაკრებსაც გამოადგებიან. ბევრი ეროვნული ლიგის ფეხბურთელი გამოვცადეთ. მაინტერესებდა, ვინ არის მზად მაღალ დონეზე სათამაშოდ და ვის შეიძლება დავეყრდნო მომავალში”, – თქვა სანიოლმა.

სანიოლმა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებაც ისაუბრა.

“მეც ვიყავი 20 წლის და კარგად ვიცი, ამ ასაკის ფეხბურთელს როგორ სჭირდება ჩვენი მხარდაჭერა. ჩვენ მის გვერდით ვართ და მის შესაძლებლობებში დარწმუნებულები ვართ” – თქვა სანიოლმა.

საქართველოს ნაკრები 9 ოქტომბერს ბათუმის “აჭარაბეთ არენაზე” საბერძნეთს დაუპირისპირდება. 12 ოქტომბერს კი, კოსოვოს ვეთამაშებით.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ჩემპიონი ისევ ჩინეთია: ფინალიც განმეორდა და გამარჯვებულიც – ბადმინტონში ლიდერი არ იცვლება

კუბელი გოგონა ამბობს, რომ მარადონამ ის შეაცდინა: კოკაინზე შესვა და მკერდის გადიდება მოსთხოვა