in ,

ვილი სანიოლი: თავდადება და მონდომება გვაკლდა – მხოლოდ ნიჭით თამაშს ვერ მოიგებ

მორიგი მარცხი და მორიგი იმედგაცრუება: საქართველოს ეროვნული ნაკრები 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის შეხვედრაში საბერძნეთთან 0:2 დამარცხდა.

ჩვენ ისევ წავაგეთ: მსაჯო, კიდევ ეს გვინდოდა – ვიღას ახსოვს როგორია 3 ქულა

მატჩის დასრულების შემდეგ, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

“განსაკუთრებით მატჩის პირველი 25 წუთი ძალიან უკმაყოფილო ვიყავი. ჩვენ გვაკლდა მონდომება, თავდადადება. სულ ვეუბნები ჩემს ფეხბურთელებს, რომ ფეხბურთში მხოლოდ ნიჭი არ არის საკმარისი. 90 წუთის განმავლობაში მაქსიმალურად უნდა მოინდომო, იშრომო, სხვანაირად წარმატაბის მიღწევა რთულია. თორნიკე ოქრიაშვილი თამაშში აქტიურად ჩაერთო, მაგრამ მხოლოდ ერთი ფეხბურთელის მონდომება საკმარისი არ არის. მეორე ტაიმის საწყისი 15 წუთი კარგი იყო, მაგრამ ფეხბურთი 90 წუთი გრძელდება და მუდმივად კონცენტრირებული და მონდომებული უნდა იყო.

თუ შეხვედავთ როგორ ვითამაშეთ მარტში, ივნისში და ახლა, რადიკალურად განსხვავებული თამაშები ვაჩვენეთ. თუმცა, მარტის თამაშებში გამოჩნდა, რომ საქართველოს ნაკრებს ფეხბურთის თამაში შეუძლია, უბრალოდ დღეს და კოსოვოსთან მონდომება, აგრესია გვაკლდა, რამაც მატჩის ბედიც გადაწყვიტა. კოსოვოსთან სხვა გუნდს და სხვა თამაშს იხილავთ. კოსოვოს წინააღმდეგ ღირსებისთვის ვითამაშებთ.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ. საქართველოს ნაკრებს ჰყავს ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელი, მაგრამ შედეგის მისაღწევად მხოლოდ ნიჭი არ არის საკმარისი. მესი მსოფლიო კლასის ფეხბურთელია და მას აქვს უფლება თამაშში გარკვეულ დროს არ ირბინოს, ბევრი არ იმოძრავოს და თამაშის ბედი გადაწყვიტოს. ჩვენ მესისნაირი ფეხბურთელები არ გვყავს, ამიტომაც თითოეულმა ფეხბურთელმა 90 წუთი მაქსიმუმი უნდა გააკეთოს”.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ჩვენ ისევ წავაგეთ: მსაჯო, კიდევ ეს გვინდოდა – ვიღას ახსოვს როგორია 3 ქულა

გამარჯვების დროა: უმცროსი ბორჯღალოსნები ევროპის ჩემპიონები არიან