in

ვიდეო: რონალდომ ხმალი მოიქნია, ეროვნული სამოსი ჩაიცვა და საუდის არაბეთის დაარსება იზეიმა

„ალ ნასრის“ თავდამსხმელმა კრიშტიანო რონალდომ სადღესასწაულო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.

22 თებერვალს საუდის არაბეთში სახელმწიფოს დაარსების დღეს აღნიშნავენ. ეს მეორედ მოხდა – ამ დღის დღესასწაულად ქცევის განკარგულებას ხელი 2022 წლის იანვარში მოეწერა.

რონალდომ ვიდეორგოლი დადო, სადაც ის ხმალს იქნევს, აცვია საუდის არაბეთის ეროვნული სამოსი და სტადიონზე მსვლელობაში მონაწილეობს.

„ვულოცავ საუდის არაბეთს დაარსების დღეს! ამ დღესასწაულში მონაწილეობა – განსაკუთრებული გამოცდილებაა“, – დაწერა პორტუგალიელმა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

რასაც ელოდით, ის არარეალურია: ინტერმა იტალიური რეკორდი გაამყარა

ბათუმის დინამომ გიორბელიძე დაიმატა და ტეიდი დაიბრუნა