in

რასაც ელოდით, ის არარეალურია: ინტერმა იტალიური რეკორდი გაამყარა

ჩემპიონთა ლიგაზე კიდევ ორი 1/8 ფინალური მატჩი გაიმართა და, როგორც მოსალოდნელი იყო, ისეთი ანგარიშები მივიღეთ, რომ მომდევნო ეტაპზე გამსვლელთა ვინაობა განმეორებით მატჩებში გაირკვევა.

ლაიპციგი – სიტი 1:1
გოლები: 0:1 მაჰრეზი (27), 1:1 გვარდიოლი (70)

ლაიპციგი: ბლასვიჩი – კლოსტერმანი (ჰენრიხსი 46), ორბანი, გვარდიოლი, ჰალსტენბერგი (რაუმი 89) – ლაიმერი, შლაგერი (ჰაიდარა 82) – შობოშლაი, ფორსბერგი (ნკუნკუ 66), ვერნერი – ანდრე სილვა (პოულსენი 82).

სიტი: ედერსონი – უოლკერი, აკანჯი, რუბენ დიასი, აკე – როდრი, გიუნდოგანი – მაჰრეზი, ბერნარდო სილვა, გრილიში – ჰალანდი.

რიად მაჰრეზი გახდა მეხუთე აფრიკელი ფეხბურთელია, ვინც ჩემპიონთა ლიგაში 20 გოლი გაიტანა. მას უსწრებენ მოჰამედ სალაჰი (44), დიდიე დროგბა (44), სამუელ ეტო’ო (30), სადიო მანე (27).

“ სიტის” პირველ ტაიმში ბურთის ფლობა 74 პროცენტი ჰქონდა, პასების სიზუსტე – 94,6 პროცენტი, მაგრამ კარში მხოლოდ ერთხელ დაარტყა.

ოთხმა ინგლისურმა კლუბმა 1/8 ფინალის პირველ მატჩებში ვერც ერთი ვერ მოიგეს – 3 წაგება და 1 ფრე.

ერლინგ ჰოლანდმა ბოლო ექვს მატჩში ერთი გოლი გაიტანა.

ჰოლანდს ბურთთან 22 შეხება ჰქონდა. შედარებისთვის „სიტის“ სხვა ფეხბურთელებს – მინიმუმ 60, მეკარე ედერსონს – 37.

გვარდიოლას ერთი შეცვლაც არ გაუკეთებია. ასეთი რამ არ ყოფილა 2018 წლის შემდეგ.

გვარდიოლა: “ხალხი ელოდა, რომ 5:0-ს მოვიგებდით, მაგრამ ეს არარეალურია. მე კმაყოფილი ვარ”.

ინტერი – პორტო 1:0
გოლი: 1:0 ლუკაკუ (86)

ინტერი: ონანა – შკრინიარი (დუმფრისი 81), აჩერბი, ბასტონი – დარმიანი, ბარელა, ჩალჰანოღლუ, მხითარიანი (ბროზოვიჩი 72), დიმარკო (გოსენსი 58) – ლაუტარო მარტინესი, ჯეკო (ლუკაკუ 58).

პორტუ: დიოგო კოშტა – ჟოაო მარიო (ბორგესი 90+2), პეპე, მარკანო, ზაიდუ – ოტავიო, ურიბე, გრუიჩი, გალენო (ევანილსონი 51) – თარემი (ვენდელი 83), ედუარდო პეპე.

გაძევება: ოტავიო

სერია ა-ს სამივე კლუბმა მოიგო ლიგის 1/8 ფინალის პირველი მატჩები – ეს რეკორდია.

„ინტერს“ ბოლო 14 მატჩში მხოლოდ ერთი წაგება აქვს.

“ინტერმა” “პორტო” შინ ზედიზედ მესამედ დაამარცხა.

“ინტერმა” პირველად მოიგო ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ სამი საშინაო მატჩი.

რომელუ ლუკაკუმ ჩემპიონთა ლიგაში მე-17 გოლი გაიტანა და ბელგიელ ფეხბურთელებს შორის რეკორდსმენი გახდა. მან დრის მერტენსს გაუსწრო.

„პორტომ“ 2022 წლის ოქტომბრის შემდეგ პირველად წააგო.

შეწყდა „პორტოს“ 10-მატჩიანი მოგებების სერია.

ინძაგი: “ინტერი” გოლის გატანს შევენებამდეც იმსახურებდა. ძალიან კარგი მატჩი”.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

იტალია პირველზე გავიდა, დღეს სამი ქართველი იასპარეზებს

ვიდეო: რონალდომ ხმალი მოიქნია, ეროვნული სამოსი ჩაიცვა და საუდის არაბეთის დაარსება იზეიმა