ისრაელში მსოფლიო რეკორდი დაამყარეს პენალტების სერიის ხანგრძლივობით.
მესამე დივიზიონის პლეი-ოფის ნახევარფინალში „დიმონა“ და „შიმშონი“ შეხვდნენ, 2:2 ითამაშეს და საქმე 11-მეტრიანების სერიამდე მიიყვანეს.
გუნდებმა 56 პენალტი დაარტყეს – თითომ 28. მოიგო „დიმონამ“ ანგარიშით 23:22.
პენალტების სერიის ხანგრძლივობის წინა რეკორდი 2022 წლის მარტში დაფიქსირდა ინგლისში. მაშინ „ვაშინგტონმა“ „ბედლინგტონი“ 54-პენალტიან სერიაში დაამარცხა ერნესტ არმსტრონგის მემორიალური თასის შეხვედრაში.
GIPHY App Key not set. Please check settings