in

ვიდეო: მესის დებიუტი ამერიკაში – კინოა! გამარჯვების გოლი ჯარიმიდან 90+4 წუთზე გაიტანა

ლეო მესის ეფექტური დებიუტი გამოუვიდა „ინტერ მაიამიში“ (ოღონდ ჯერ MLS-ში არა). მექსიკური „კრუს ასულის“ წინაააღმდეგ შეხვედრა დასასრულს უახლოვდებოდა, ფრე იყო, როდესაც წამატებულ დროში ლეომ ჯარიმა მოიპოვა.

იდეალური წერტილი იყო არგენტინელისთვის, ასეთი ადგილიდან არაერთხელ გაუტანია. ახლაც მაგრად გამოუვიდა: პირველი მატჩი ახალ კლუბში, 94-ე წუთი და გამარჯვების გოლი.

მესის დებიუტმა ვარსკვლავური ხალხი შეკრიბა: მის სანახავად მივიდნენ ბექჰემები, ლებრონ ჯეიმსი, სერენა, კიმ კარდაშიანი…
ლეო თამაშამდე თბილად ჩაეხუტა ლებრონს.

როგორც მოსალოდნელი იყო, მესი სათადარიგოთა სკაზე დარჩა. მაინც ახალი მისულია.

პირველი ტაიმის ბოლოს „ინტერმა“ ანგარიში გახსნა. კამერებმა გახარებული მესი დააფიქსირეს.

54-ე წუთზე მოხდა ის, რასაც ყველა ელოდა.

გამაყრუებელი ღრიალის ფონზე მესი მოედანზე შევიდა და მაშინვე მიიღო კაპიტნის სამკლაური. მალევე შევიდა სერჟი ბუსკეტსიც.

ათ წუთზე ოდნავ მეტი გავიდა და მექსიკელებმა გაათანაბრეს. მაგრამ მესიმ ზეიმის ჩამწარება არ ისურვა… ჯარიმა მოიპოვა და ცხრიანში დაარტყა!

გახარებული ლეო გოლის შემდეგ ოჯახს ეხუტებოდა…

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვინ ყოფილა მართალი: უეფამ სარაევო დააჯარიმა და ფანებს ფეხბურთზე მისვლა აუკრძალა

მესიმ კარიერაში 700 გოლი გაიტანა, ოღონდ პენალტები არ ითვლება: მნიშვნელოვანია წარმატებული სტარტი – თბილი ჩახუტება ლებრონთან (ვიდეო)