ლიონელ მესიმ ოლიმპიურ თამაშებზე არგენტინის ნაკრების მხარდასაჭერად იცეკვა. ვიდეო ტელეარხმა TyC Sports გაავრცელა.
არგენტინიდან წასულ ოლიმპიურ სპორტსმენებს მესიმ ჯგუფ Los Totora-ს სიმღერაზე უცეკვა. იმისათვის, რომ ოლიმპიელებისთვის გამარჯვების განწყობა შეექმნა, ფეხბურთელმა კოპა ამერიკის თასის ფინალის მაისური ჩაიცვა.
ამერიკის თასის ფინალში არგენტინის ნაკრებმა ბრაზილიას ანგარიშით 1:0 მოუგო.
ტოკიოს თამაშებზე არგეტინის ნაკრებმა ჯერჯერობით მხოლოდ ერთი ბრინჯაოს მედლის აღება შეძლო.
არგენტინის საფეხბურთო ნაკრებმა კი ოლიმპიადაზე ჯგუფიდან გასვლა ვერ მოახერხა.
GIPHY App Key not set. Please check settings