in

მელია უძლიერეს რუსთან პირველივე შეხვედრაში დამარცხდა

ოლიმპიურ თამაშებში ჩაერთო საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების კიდევ ერთი სპორტსმენი გიორგი მელია (97 კგ), რომელიც 1/8 ფინალში 1:3 დამარცხდა რუსეთის ოლიმპიური გუნდის წარმომადგენელ მუსა ევლოევთან.

იმ შემთხვევაში თუ ევლოევი, რომელიც წონის მთავარი ფავორიტი და რეიტინგის პირველი ნომერია, ფინალში გასვლას მოახერხებს, გიორგი მელია შეძლებს დამამშვიდებელ წრეში ასპარეზობის გაგრძელებას და ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლას. 97 კილოში რეპეშაჟის და ფინალური ბლოკის შეხვედრები 3 აგვისტოს ჩატარდება.

შეგახსენებთ, რომ დღეს ტოკიოში ოქროს მედლისთვის იჭიდავებს იაკობ ქაჯაია (130 კგ), რომელმაც ფინალში ასპარეზობის უფლება გუშინ მოიპოვა. იაკობის მეტოქე ოქროს მედლისთვის შეხვედრაში იქნება კუბელი სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი მიხაინ ლოპესი.

130 კილოს ფინალური ბლოკის შეხვედრები თბილისის დროით 14:30 საათიდან დაიწყება.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ალექსანდრ ზვერევი ოლიმპიური ჩემპიონია

ვიდეო: მესიმ ოლიმპიადაზე წასული არგენტინელების მხარდასაჭერად იცეკვა